ნადეჟდა კრუპსკაია – „ეპიზოდი”
გადასახლებაში არსებულმა არაადამიანურმა პირობებმა, პოლონური წარმომავლობის მქონე რუსი რევოლუციონერი ქალის – ნადეჟდა კრუპსკაიას (1869-1939 წლები) ჯანმრთელობაზე უარღესად უარყოფითი გავლენა იქონია. (ავტორი გენია.ჯი) შორეულ ციმბირში იძულებით მყოფ ნადეჟდას „გრეივსის დაავადება” შეეყარა. ამ საშინელმა აუტოიმუნურმა სენმა ერთ დროს სანდომიან კრუპსკაიას სიმწიფის ასაკში გარეგნული მომხიბვლელობა სრულიად დაუკარგა. თუმცა ეს არ იყო დიფუზური ტოქსიკური ჩიყვისგან გამოწვეული ერთადერთი და ყველაზე დიდი უბედურება. ნადეჟდასათვის ყველაზე დიდ უბედურებად ის იქცა, რომ „გრეივსის დაავადებამ” მას შვილის გაჩენის ყოველგვარი იმედი მოუსპო ერთხელ და სამუდამოდ.
მიუხედავად ამისა, 29 წლის ასაკში მყოფმა კრუპსკაიამ მაინც იქორწინა 28 წლის ვლადიმერ ლენინზე. წყვილმა ციმბირში გადასახლების ჟამსვე დაიწერა ჯვარი სოფელ შუშენსკოეში არსებულ მართლმადიდებლურ ტაძარში. საკვირველი აქ ის არის, რომ ლენინისა და კრუპსკაიას ათეისტმა წყვილმა ქრისტიანული წესით გადაწყვიტა დაქორწინება. ახლადდაქორწინებულ წყვილს საქორწინო ბეჭდებისათვის საჭირო ძვირფასი ლითონი (ოქრო) არ ჰქონდათ. ამიტომაც მოუხდათ მათ ერთმანეთში ნიკელისაგან დამზადებული საქორწინო ბეჭდების გაცვლა ქორწილის დღეს.
ასაკის მატებასთან ერთად, ნადეჟდა გარეგნულად ძალიან შეიცვალა. მისი სიყმაწვილისდროინდელი მომხიბვლელობა სადღაც გადაიკარგა. შეშუპებული სახე და შეშუპებული თვალები ქალს საშინელ იერს სძენდნენ. მისი გარეგნობა იმდენად შეილახა „გრეივსის დაავადების” შედეგად, რომ ყველასთვის თვალშისაცემი. შედეგად, ყველასათვის განსჯის საგნადაც იქცა. იყვნენ ისეთებიც (მათ შორის საბჭოთა ბელადის პარტიული ამხანაგები), რომლებიც ლენინის ცოლს თავისი არასახარბიელო გარეგნობის გამო დასცინოდნენ და ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც – „თევზი”, „გველთვეზა”, „ქაშაყი”. თუმცა, მათგან რა გასაკვირია, როცა ნადეჟდას ზურგს უკან თავადაც ასე მოიხსენიებდა ხოლმე საყვარელ მეუღლეს ლენინი. – (ავტორი გენია.ჯი)