ლუი XIV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, ისევე მამაცურად შეგებებია სიკვდილს 77 წლის ასაკში მყოფი საფრანგეთის ლეგენდად ქცეული მეფე – ლუი XIV დე ბურბონი, როგორი სიმამაცითაც განუვლია მას მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი) 1715 წლის 9 აგვისტოს ლუის მარცხენა ფეხზე საშინელი ტკივილები განუვითარდა. გი-კრესან ფაგონმა, მეფის პირადმა ექიმმა მონარქი-პაციენტი საგულდაგულოდ გასინჯა და დიაგნოზად – „იშიასი” დაუსვა (საჯდომი ნერვის ნევრალგია ან ნევრიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გამუდმებული ხასიათის საშინელი ტკივილები).
სპეციალურად შეკრებილმა მედიკოსთა კონსილიუმმა კი, რომელსაც ცნობილი ქირურგი – ჯორჟ მარშალი ხელმძღვანელობდა, ბურბონს დიაგნოზად ფეხზე განვითარებული – „განგრენა” დაუსვა.
ექიმები მეფის ფეხს ყოველდღიურად ამუშავებდნენ სპირტით. გარდა ამისა, განკურნების მიზნით, ლუის ვირის რძისაგან სავსე აბაზანები დაუნიშნეს.
ერთადერთი გამოსავალი – ფეხის ამპუტაცია იყო, თუმცა მედიკოსთა ვარაუდით, ასეთი სახის ოპერაციას 76 წლის ასაკში მყოფი მეფე ვერ გადაიტანდა. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში არ იყო წარმატების არანაირი იმედი.
შედეგად, ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ „მეფე-მზის” დღეები დათვლილი იყო…
25 აგვისტოს იგი თავისი სასახლის კარს დაემშვიდობა. 26-ში კი 5 წლის ასკში მყოფი დოფინი, შემდგომში ლუი XV დე ბურბონად წოდებული თავისი შვილიშვილი მიიღო უკანასკნელ აუდიენციაზე ვერსალში.
„არ ღირს ახალი სასახლეების აშენება”; „ხალხს შეუმსუბუქე გადასახადების ტვირთი (ეჰ, როგორ ვწუხვარ, რომ მე ეს თავად არ გავაკეთე!)”; „იმეგობრე მეზობელ სახელმწიფოებთან (მე ძალიან მიყვარდა ომი, მაგრამ იცოდე, რომ იგი ანადგურებს ერს!)”. – ასე მოძღვრავდა ლუი IV საფრანგეთის მომავალ მბრძანებელს.
1715 წლის 1 სექტემბერს „მეფე-მზედ” წოდებული ლუი XIV დე ბურბონი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ – მე ვკვდები, მაგრამ სახელმწიფო იარსებებს სამარადჟამოდ!” – (ავტორი გენია.ჯი)