ოტია იოსელიანი წერდა…

„მე ღვთის ნებით ვიცინოდი ყოველთვის”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უტყუარ სიკვდილს თვალს ვერავინ უსწორებს”.

* * *

„ბედისწერის წინასწარი შეცნობის ყოველგვარი ცდა ამაოა. ბედი ბრმაა, მისთვის რაიმე კანონი და წესი არ არსებობს”.

* * *

„ყველაზე ძნელი ისაა, როცა სატირლად გაქვს საქმე და იცინი”.

* * *

„ბედნიერი სულელის არასოდეს არ შემშურებია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გულახდილობა ერთ-ერთი პირობაა მეგობრობისა”.

* * *

„შიში საზრიანია და დიდი თვალები აქვს”.

* * *

„სიკვდილი ყველა მოკვდავის მტერია”.

* * *

„არსებობს ეთიკური ნორმები. სხვანაირად არ იქნება”.

* * *

„მე შეიძლება მომჭრან, მაგრამ მიწიდან ფესვებიანად ვერავინ ამომგლიჯავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება