დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთ უდიდესი რუსი პეიზაჟისტი მხატვრის ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ „იგი” მოკლებული იყო ყოველგვარ სენტიმანტალიზმს. ცნობილია, რომ ერთადერთი რამ, რაც პეიზაჟის დიდოსტატ მხატვარში სენტიმენტალიზმის უცილობელ გრძნობას აღვიძებდა, – ბუნება გახლდათ. ამასვე ადასტურებენ ხელოვანის ახლო მეგობრებიც. მათი მტკიცებით, ბუნების წიაღში გასული მხატვარი ისე იხიბლებოდა გარემოს განუმეორებელი სილამაზით, რომ ვერასოდეს ვერ იკავებდა ცრემლს და ბედნიერებისაგან ყოველთვის ტირილს იწყებდა. დაასახელეთ, ბუნებაზე ეგზომ ფანატიკურად შეყვარებული მხატვრის ვინაობა?! – (ავტორი გენია.ჯი)