ქსენოკრატე ჰალკედონელი – „ეპიზოდი”
პლატონის გენიალური მოწაფე, დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული – ქსენოკრატე ჰალკედონელი (ძვ.წ.აღ-ით 396-314 წლები), ვინაც მთელი 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ათენში განთავსებულ სახელგანთქმულ აკადემიას, უკიდურესად პრინციპული, მოუსყიდავი და ძალიან თამდაბალი პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ყოველგვარი კეთილდღეობისა და ფუფუნების მოძულე ფილოსოფოსი მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისათვის (არსებობისათვის) აუცილებელით კმაყოფილდებოდა, რაც ყველასათვის ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა.
მიუხედავად ამისა, ჰალკედონელი იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ რიგი ევროპელი მეფეებისა მაინც ხშირად უძღვნიდა ძვირფას საჩუქრებს. თუმცა, ქსენოკრატეს არასოდეს არ დაუტოვებია თავისთვის ევროპელი მონარქების გულუხვი ძღვენი. იგი საჩუქრად მირთმეულს ყოველთვის ერთი და იგივე სიტყვის თანხლებით აბრუნებდა უკან, გამომგზავნთან: „ – ეს მეფეებს უფრო სჭირდებათ, რადგან ბევრი ხალხი ჰყავთ სარჩენი!” – (ავტორი გენია.ჯი)