კრისტინა დანიელი – „ეპიზოდი”
რიგით მესამე მეუღლის – ჯეინ სეიმურის გარდაცვალების შემდგომ, ინგლისის „ცოლთმოძულე” და სასტიკმა მეფემ – ჰენრი VIII ტიუდორმა, მეოთხედაც გადაწყვიტა დაქორწინება. მეფის პირველი ქორწინება ანა ავსტრიელთან – ანულირებული იქნა სასამართლოს მიერ. (ავტორი გენია.ჯი) მეორე ქორწინება – ტრაგედიით დასრულდა, რადგან სწორედ მონარქი ქმრის ბრძანებით მოჰკვეთეს თავი დედოფალ ანა ბოლეინს; მესამე ქორწინება კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჯეინ სეიმურის მოულოდნელი გარდაცვალებით დასრულდა. შედეგად, დღის წესრიგში დადგა მეფისათვის ახალი საცოლის შერჩევა.
იმისათვის, რომ ინგლისის ძლევამოსილ მეფეს საფრანგეთის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში მოკავშირე ქვეყანა შეეძინა, ჰენრიმ გადაწვიტა დანიის სამეფოს პირმშვენიერ პრინცესაზე – კრისტინა დანიელზე (ოლდენბურგზე) ექორწინა. თავის მხრივ, კრისტინა დანიელი (1521-1590 წლები) მილანის ჰერცოგის – ფრანჩესკო I სფორცას ქვრივს წარმოადგენდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ფრანჩესკო დანიელ პრინცესაზე მთელი 29 წლით იყო უფროსი. თუმცა კრისტინას ახალი საქმროც მასზე 27 წლით გახლდათ უფროსი.
კრისტინას გადასანახულებლად ინგლისიდან დანიაში სპეციალურად იქნა მივლენილი ელჩი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდა ქვრივი გოგონას როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შესაძლებლობებს. ეხლა სიტყვა თავად პრინცესაზე იყო. კრისტინამ კარგად უწყოდა ის, თუ რა ტრაგიკულად დაასრულებინა სიცოცხლე ანა ბოლეინს „ცოლთმოძულე” მეფემ (ანა ბოლეინს – თავი მოკვეთეს). დანიელ პრინცესას, რაღა თქმა უნდა, არ სურდა ბოლეინის ბედის გაზიარება, რის გამოც ინგლისის მეფის ცოლობაზე უარი ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვებით განაცხადა: „ – მე მხოლოდ ერთი თავი მაბია! აი, ორი რომ მებას, მაშინ ერთ მათგანს მართლაც რომ დიდი სიამოვნებით გადავიყვანდი ჰენრის განკარგულებაში!” – (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი VIII ტიუდორი