ამონარიდები პლატონის ეპოქალური დიალოგიდან – „სახელმწიფო”
„შეუძლებელია ბოროტება ღმერთებისაგან იღებდეს დასაბამს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება კაცს უფრო მეტ პატივს სცემდე, ვიდრე ჭეშმარიტებას”.
* * *
„ცოდნა სავალდებულო უნდა გავხადოთ”.
* * *
„ღირსეული და ბრძენი კაცი არ ეცდება აღემატოს თავისსავე მსგავსს”.
* * *
„სადაც ძალაუფლებას ყველაზე ნაკლებ მიელტვიან ისინი, ვინც უნდა მართავდეს ქვეყანას, სახელმწიფო სწორედ იქ იმართება ყველაზე უკეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კანონი მოსახლეობის ერთი რომელიმე ფენის კეთილდღეობას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მთელი საზოგადოებისას”.
* * *
„სიკეთის იდეას გაცილებით მაღლა უნდა ვაყენებდეთ”.
* * *
„დიდი დაკვირვება სჭირდება იმას, რომ უკეთურისაგან გაარჩიო კეთილშობილი. ვინც მათ გარჩევას ვერ შესძლებს, სულერთია, სახელმწიფო იქნება თუ კერძო პირი, ამა თუ იმ საჭიროებისათვის ისე მიიწვევს კოჭლებსა და უკეთურებს, ვის – მეგობრებად და ვის – მმართველებად, რომ თვითონ ვერც კი შენიშნავს ამას”.
* * *
„სხეულზე მომეტებული ზრუნვა ყველაზე დიდ დაბრკოლებად გვეღობება ცოდნის შეძენის, აზროვნებისა თუ თვითშემეცნების გზაზე”.
* * *
„გაქურდულს მე ვუწოდებ იმას, ვინც საშუალება მისცა სხვებს, აზრი შეეცვლევინებინათ მისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)