ლუი რენო – „ეპიზოდი”
იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ჟამს – ლუი რენოს (1877-1944 წლები) მის მიერვე დაარსებული საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია „Renault” გადაერჩინა, გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობას დაყაბულდა. (ავტორი გენია.ჯი) მან მოლაპარაკება აწარმოა გერმანიის უმაღლეს ხელისუფლებასთან და მიიღო გარანტია, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში არც ერთ მის ქარხანას არ დაბომბავდა ჰიტლერელთა ავიაცია. მიუხედავად ამისა, 1942 წელს „Renault”-ის ქარხანა მაინც მოექცა ავიაციის დაბომბვის არეში. თუმცა მოკავშირეთა ავიაციის მხრიდან. საჰაერო შეტევას დიდი ნგრევა არ გამოუწვევია: ქარხნის მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი განადგურდა.
მას შემდეგ, რაც ლუი რენოს შეატყობინეს ქარხნის დაბომბვის ამბავი, იგი იმდენად ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა, რომ – მეტყველების უნარიც კი დაკარგა.
საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ ლუის გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი და დააპატიმრეს. მის მიერ დაარსებული ავტოკომპანია თავისი ქარხნებითურთ საფრანგეთის დროებითი მთავრობის განკარგულებაში გადავიდა. ფრენის ციხეში მყოფ „Renault”-ის ფრანგ ფუძემდებელს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა სასჯელთაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას მან თავის ქალის საშინელი ტრამვა მიიღო, რასაც საბოლოო ჯამში ემსხვერპლა კიდეც იგი.
საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია „Renault”-ის დამფუძნებელ მეწარმეს, რომლის სახელის რეაბილიტაციაზე დღემდე ოფიციალურად აცხადებს უარს საფრანგეთის ხელისუფლება, ერთადერთი მემკვიდრე დარჩა (ჟან-ლუი რენო). კოლაბორაციონალი მამის მიერ დაარსებული გიგანტური ავტოკომპანიის წილიდან რენოს ვაჟს მცირეოდენი კომპენსაცია აღირსა სახელმწიფომ და ისიც 1967 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)