მარკუს ტულიუს ციცერონი ამბობდა…
„საპატიო ადგილის მოპოვებისას ღირსება არ უნდა დაკარგო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ასაკს თავისი დრო აქვს, ასე რომ, ყრმობის დროს სისუსტე, ჭაბუკობისას სიფიცხე, მოწიფულობისას სიმკაცრე, სიბერის ჟამს სიბრძნე, ის დამახასიათებელი თვისებებია, ცალკეულ ასაკში რომ ეძლევა ადამიანებს”.
* * *
„რაღაცის დათმობა დასაშვებია, მაგრამ არა ყველაფრის”.
* * *
„მერწმუნეთ, სანახაობა ყველას ერთნაირად სიამოვნებს, თუმცა ზოგი ამჟღავნებს ამას, ზოგი კი მალავს”.
* * *
„დიდია სინდისის ძალა.” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არჩევნების მოულოდნელი შედეგებით ხშირად გაოცებულნი ვრჩებით. ეს როგორ მოხდაო, გვიკვირს და გვავიწყდება, რომ თავად ჩვენა ვართ ამის მიზეზი”.
* * *
„ომში გამოჩენილ სიმამაცეს ვერაფერი შეედრება”.
* * *
„კაცმა რომ თქვას, უფრო ადვილია გარეშე მტრის ძლევა, ვიდრე შინაურისა”.
* * *
„ვარჯიშისაგან შეიძლება სხეული გადაიღალოს და დაიძაბოს, გონება კი პირიქით, უფრო მოქნილი ხდება”.
* * *
„თუ უკვდავმა ღმერთებმა ინებეს ჩემი კონსულობის ისე დასრულება, რომ ხალხს საშინელი ხოცვა-ჟლეტა ავაცდინო, თქვენს ცოლ-შვილსა და ვესტას ქალწულებს – სასტიკი წამება, საკურთხევლებს, ტაძრებს, ყველა ჩვენგანის უმშვენიერეს სამშობლოს – სამარცხვინო ხანძარი, მთელს იტალიას კი – ომი და განადგურება, როგორი ბედიც არ უნდა მერგოს მე, ერთს, ავიტან”. – (ავტორი გენია.ჯი)