ჯიე სია – „ეპიზოდი”
რიგით მე-17 და უკანასკნელი იმპერატორი ჩინეთისა სიას დინასტიიდან – ჯიე სია (ძვ.წ.აღ-ით 1728-1675 წლები), ვისთვისაც დამახასიათებელ თვისებებად იყო ქცეული თავქარიანობა, თავხედობა და უზრდელობა, ერთობ უცნაური და ამორალური საქციელებით „იჩენდა” ხოლმე თავს. (ავტორი გენია.ჯი) ოდიოზ იმპერატორს, რომელიც არასოდეს გამოხატავდა მოკრძალებას მოხუცებისა და ქვეშევრდომი ქალების მიმართ, განსაკუთრებით მოსწონდა თავისი მრჩევლებისა და დიდებულების ზურგზე (ცხენის მსგავსად) შეჯდომა და შემდეგ მათით „ჭენება”. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია იმპერატორის დიდი წონა, რაც ქანცს აცლიდა ჯიე სიას შეურაცხყოფილ ქვეშევრდომებს.
ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, რომ ჯიე სიას ცოლიც ისეთივე თავქარიანობით გამოირჩეოდა, როგორც მისი მონარქი-მეუღლე. ამას შემდეგი გარემოებაც მოწმობს:
ერთხელ იმპერატორმა და დედოფალმა სასახლის კარზე არსებული უზარმაზარი აუზის გავსება ბრძანა უმაღლესი ხარისხის ღვინით. მას შემდეგ, რაც ბრძანება აღსრულდა, საიმპერატორო წყვილმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ თავის მრჩევლებსა და ჰარემში მობინადრე ხარჭებს გაშიშვლება უბრძანა. მათაც მეტი რა გზა დარჩენოდათ, თუ არა გაშიშვლება და ერთად შესვლა ღვინით გადავსებულ აბაზანაში.
ამ „თვალსასეირო” სანახაობას იმპერატორთან ერთად განსაკუთრებული სიამოვნებით ადევნებდა თვალს დედოფალიც. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, თუ რისი მოქმედების საშუალებას მისცემდა ბახუსით გაბრუებული „ელიტის” წარმომადგენლებს თავიანთი სინდისი. – (ავტორი გენია.ჯი)