მარკუს ავრელიუსის ნააზრევი…

„აი, მოძალადის დასჯის უკეთესი წესი: ნუ ემსგავსები მას”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დაეხმარე გაჭირვებულთ ისე, როგორც შეგიძლია და როგორც ისინი იმსახურებენ”.

* * *

„არცერთი ჩვენი მტკიცება არ არის რაღაც უცვლელი და ურყევი. მართლაც, სად ჰპოვებ კაცს, ერთხელაც რომ არ შეეცვალოს აზრი?”

* * *

„არაფერს ვუწევ ანგარიშს, გარდა გონების ხმისა და არასოდეს არ ვღალატობ საკუთარ თავს”.

* * *

„მე დავეძებ ჭეშმარიტებას, რომლისგანაც არავის არასოდეს არა ვნებია რა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე ერთი რამ მაშფოთებს მხოლოდ: როგორ მოვიქცე, რომ არ ვყო ის, რაც კაცის ბუნებას არ სურს, და არ ვყო ისე, როგორც მას არ სურს”.

* * *

„ნუ გრცხვენია, სხვას მიმართო დახმარებისთვის”.

* * *

„განა სირცხვილი არ იქნება, რომ ამ ცხოვრებას, რომელსაც შენი ხორცი უძლებს, სულმა ვერ უძლოს?”

* * *

„სისასტიკეა, კაცთ უკრძალავდე იმისკენ სწრაფვას, რაც მათ სასურველად და სასრგებლოდ უჩანთ”.

* * *

„რაოდენ სწრაფად ნთქვას ყველაფერს მარადისობა და რამდენი შთანთქა მან უკვე!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება