დევიდ დე გრანჟი – „სოლტონსტოლების ოჯახი”
ფრანგული წარმომავლობის მქონე ცნობილმა ინგლისელმა ფერმწერმა - დევიდ დე გრანჟმა (1611-1672 წლები), ოქსფორდშირერი გრაფის – სერ რიჩარდ სოლტონსტოლის შეკვეთის საფუძველზე 1636 წელს დახატა სურათი, სახელწოდებით – „სოლტონსტოლების ოჯახი”. (ავტორი გენია.ჯი) ტილოზე გამოსახულია ერთი მამაკაცი, ორი ქალბატონი და სამი ბავშვი. სურათის სიუჟეტი ერთი შეხედვით იდილური ოჯახის შთაბეჭდლებას ტოვებს, თუმცა მასზე კარგი დაკვირვების შედეგად, რაღაც უცნაური მაინც აისახება მასში. ამ უცნაურობას კი თავად სურათის შექმნის ისტორია ხსნის.
სურათის შემკვეთი ოქსფორდშირერი გრაფი – სერ რიჩარდ სოლტონსტოლი 1630 წელს დაქვრივდა. სამწლიანი ქვრივობის შემდეგ მან მეორე ჯერზეც იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული ქალი – მერი პარკერი გახდა.
1636 წელს გრაფმა გადაწყვიტა ტილოზე აღებეჭდა თავისი ოჯახი, თუმცა იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, თუ არა მასზე თავისი ორივე ცოლის – ცოცხალის და გარდაცვლილის პორტრეტების ერთდროულად დატანა. თანამედროვე ეპოქის ადამიანს ეს შეიძლება ცოტა უცნაურად კი მოეჩვენოს, თუმცა იმ პერიოდის სახვითი ხელოვნებისათვის ასეთი პრეცენდენტები დიდ იშვიათობას არ წარმოადგენდა.
საწოლში მყოფი ფერმკრთალი ქალის ფიგურა გრაფის აწ-გარდაცვლილი პირველი მეუღლე – ელისაბედ ბასია. სურათის ავტორმა მისი სახე სიკვდილისწინა უკანასკნელი პორტრეტიდან გადაიხატა. ქალს თავისი მისუსტებული ხელი ორი ბავშვისკენ აქვს გაშვერილი, რაც იმას მიუთითებს, რომ ისინი მისი შვილები არიან.
უცნაურად გამოიყურება ისიც, როდესაც სურათზე ასახული გრაფი თავისი ხელიდან წანაძრობ ხელთათმანს უწვდის ელისაბედს. იმ პერიოდის ევროპაში მამაკაცები მხოლოდ მაშინ იქცეოდნენ ასე, როდესაც საყვარელ ქალს ვასალებად უდგებოდნენ. შედეგად, ეს სცენა გვაუწყებს იმას, რომ რიჩარდი მადლიერი გახლდათ თავისი პირველი ცოლისა.
საწოლის სიახლოვეს მჯდომი ქალი გრაფის მეორე მეუღლე – მერი პარკერი გახლავთ თავისი ყრმა ვაჟით.
ცოცხლებისა და გარდაცვლილების შერეულ გამოსახულებებიანი მინიატურული პორტრეტები ძირითადად საფლავის ქვებისათვის იყო განკუთვნილი XVI-XVII საუკუნეებში. გარდა ამისა, იმ ეპოქის ევროპაში სხვა უცნაური ტრადიციაც იყო დამკვიდრებული: მაშინ, როდესაც მამაკაცი მრავალცოლიანი იყო, ქმრის სკულპტურას დგამდნენ არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა მისი ცოლის საფლავზე. – (ავტორი გენია.ჯი)
დევიდ დე გრანჟი