ვლადიმერ ვისოცკი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი რუსი პოეტი, მომღერალი და კომპოზიტორი – ვლადიმერ ვისოცკი (1938-1980 წლები), ერთობ ნაყოფიერი ხელოვანი გახლდათ. იგი ავტორია 200 ლექსის, 600 სიმღერის, ერთი საბავშვო პოემისა და რამდენიმე კინოსცენარის. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ვისოცკი პროზასა და დრამატურგიაშიც ცდიდა ხოლმე ბედს. საერთო ჯამში, ვლადიმერის კალამს 850 ხელოვნების ნაწარმოები ეკუთვნის.
პირველი ლექსი ვისოცკიმ 8 წლის ასაკში დაწერა. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ პატარა ავტორმა თავისი სადებიუტო ლექსი – იოსებ სტალინის გარდაცვალებას მიუძღვნა. ლექსის სტრიქონებიდან ირკვევა, თუ რაოდენ ღრმად დაუმწუხრებია იგი საბჭოთა ბელადის გარდაცვალებას. – (ავტორი გენია.ჯი)