ოშო-ს ნააზრევი…
„არას” თქმა ამქვეყნად ყველაზე ადვილია. ამისათვის არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ამბობთ „არას” და მორჩა! თუ ამბობთ „დიახ”, ყველაფერი მხოლოდ იწყება. „არა” ყოველთვის დასასრულია, „დიახ” – ყოველთვის დასაწყისი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც უფრო მაღალია თქვენი შეგნება, მით უფრო მეტის დანახვა შეგიძლიათ და პირიქით, რაც უფრო დაბალია შეგნება, უფრო სუსტია ხედვა”.
* * *
„რელიგია დილის გასეირნებაა, არა რაიმე განსაკუთრებულის კეთება, არა სადმე წასვლა, არამედ უბრალოდ სეირნობა და ტკბობა ამომავალი მზით, ჩიტების ჭიკჭიკით და სუფთა ჰაერით. იგი ტკბობაა საკუთარი ყოფიერებით!”
* * *
„არაფერი არ არის წარსულსა და მომავალში – ყველაფერი აქ არის და ყველაფერი ახლა არის!”.
* * *
„თუ მწუხარე წმინდანს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ის არ არის ნამდვილი წმინდანი, ვინაიდან შეგნება ნეტარებასა და შინაგან ღიმილს ბადებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძალიან იშვიათად გასხივოსნდება ვინმე. ძალიან იშვიათად ქრება ვიღაცის სიბნელე”.
* * *
„ამბობენ, მხოლოდ სიკვდილის წინ იგებენო ადამიანები იმას, რომ ცხოვრობდნენ”.
* * *
„როცა რაღაც ძალიან იოლად გეძლევათ, ვერ ტკბებით ამით, ხოლო როცა რაღაცას ღებულობთ ისე სწრაფად, რომ სურვილსა და შესრულებას შორის შუალედი არ არის, ყველაფერი მოგბეზრდებათ”.
* * *
„სამოთხის კარი იშვიათად არის ღია”.
* * *
„ღმერთი ყოველთვის უცხოა და უცნობი”. – (ავტორი გენია.ჯი)