ჯოვანი მედიჩი – „ეპიზოდი”
კომერციული გენიით მირონცხებული მედიჩების ძლევამოსილი და უმდიდრესი საგვარეულოს წარმომადგენელთა ერთი ნაწილი მრავალმხრივი ნიჭითა და მაღალი კულტურით იყვნენ დაჯილდოვებულნი. (ავტორი გენია.ჯი) ისინი დიდ დახმარებას უწევდნენ არა მხოლოდ თავ-თავიანთ ეპოქაში მოღვაწე გენიალურ ადამიანებს, არამედ უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებებსაც კი. თუმცა, იტალიელ ბანკირთა დინასტიის წარმომადგენლებში ისეთებიც ერივნენ, რომელთა უკულტურობასა და ამორალურობაზე ლეგენდები დადიოდა ხალხში.
ერთ-ერთი იმათგანი, ვინაც უდიდესი დარტყმა მიაყენა მედიჩების რეპუტაციას, „დიდ ეშმაკად” წოდებული იტალიელი კონდიტიერი - ჯოვანი მედიჩი (1498-1526 წლები) იყო. თავისი ამაზრზენი ხასიათი მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში ყოფნის ჟამს გამოავლინა. მართლაც რომ საკვირველია, თუმცა ფაქტია: ჯოვანი მედიჩიმ მაშინ მოკლა სწორედ პირველად ადამიანი… 13 წლის მოზარდმა მონაწილეობა მიიღო 16 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების უსაძაგლეს და არაადამიანურ აქტში. მიუხედავად უდიდესი გავლენისა, ამ და სხვა უამრავ საზიზღრობათა გამო ჯოვანი მაინც იქნა გაძევებული ფლორენციიდან.
ჯოვანი მედიჩი ერთ-ერთ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა ფეხში. ჭრილობა იმდენად გართულდა, რომ მედიკოსები იძულებული გახდნენ ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე მოეკვეთათ თავიანთი უღირსი პაციენტისთვის ფეხი. და რადგანაც იმ პერიოდში ანესთეზია (ტკივილგამაყუჩებელი სამედიცინო საშუალება) ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული, 10 ჯანმაგარ ადამიანს მოუხდა ჯოვანის გაკავება ფეხის ამპუტაციის პროცესში. ჩატარებული პროფილაქტიკური სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, იგი მაინც ფეხზე განვითარებულ განგრენას ემსხვერპლა საბოლოოდ. – (ავტორი გენია.ჯი)