ლევან გოთუა წერდა…

„დიდების კიბეზე მუხლისჩოქვით უფრო ხშირად და უფრო ჩქარაც ასულა და ადის ადამიანი!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამ ქვეყნის დიდი საქმენი, უმეტეს წილად, სახელსიხარბისა და პატივმოყვარეობის მკლავ-მუხლებით არიან გაქაჩულნი!”

* * *

„მართლაც უკუღმართია ცხოვრება და მისი პირისახე… ორი „სიმართლე” უნდა იმარჯვოს კაცმა… ერთი მტრისათვის, მეორე მოყვრისათვის და თავისათვის”.

* * *

„მარტოხელობა დიდ სეტყვაში თავშიშვლობას ჰგავს”.

* * *

„მარტო ეჭვით არ ისჯება კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მხდალი მუდამ ზედმეტად ფრთხილია”.

* * *

„როგორც ჩანს, ქართველები ბევრს სცოდავენო, უკეთუ ამდენი ეკლესია-მონასტრები სჭირდებათო სანანიებლად”. – უთქვამს ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გაოცებულ რუს პირველელჩს, ერთხელ, თურმე”.

* * *

„ოდესმე უთქვამთ, ულამაზესი და უსაყვარლესი ამ ქვეყანაზე არის თავი – მოკვეთილი… ყველაზე უფრო საძულველ მტრისა!”

* * *

„გააჩნია, ვის ვებრძვით, ბატონო! მძლეველის მძლევი ვინ გამოლია ქვეყანაზე!”

* * *

„ხელ-ფეხ დაკლებული მტერი უკვე სტუმარია! ასე მსმენია მამათგან!” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება