მაო ძედუნი – „ეპიზოდი”
ჩინეთში მიმდინარე საყოველთაოდ ცნობილი იდეოლოგიურ-პოლიტიკური კამპანიები, რომელთაც „დიდი ნახტომი” და „კულტურული რევოლუცია” უწოდეს იმთავითვე, „ჩინელ ვეფხვად” წოდებული მაო ძედუნის (1893-1976 წლები) უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა. (ავტორი გენია.ჯი) „მაოიზმის” ფუძემდებლის ბიოგრაფთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნაწილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ნაწილს კი დროის დინებასთან ერთად, ნელი-ნელ ეხდება ფარდა.
სწორედ ასე გაირკვა ის, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სულისჩამდგმელს ბავშვობიდანვე საშინლად სძულებია ყოველგვარი სახის ფიზიკური შრომა. საკუთარი ვაჟის სიზარმაცის გამო ძალიან სწუხდა თურმე თავის დროზე მაო ძედუნის მამა – მაო იჩანი, რის გამოც ხშირი იყო კონფლიქტები მამა-შვილს შორის.
მშობელი იმაზეც საშინლად ბრაზობდა, მისი ზარმაცი ვაჟი ფიზიკურ შრომას წიგნის ხშირ კითხვას რომ ამჯობინებდა. წიგნის კითხვა კი მაოს მართლაც რომ ძალიან უყვარდა. ჯანსაღი ცხოვრების წესით მაცხოვრებელ „ჩინელ ვეფხვს” განსაკუთრებით მაინც პოეზია იტაცებდა და ლექსებსაც წერდა (ლენინისგან განსხვავებით). ჯანსაღი ცხოვრება-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ 72 წლის ასაკში მყოფმა ჩინელმა ბელადმა მდინარე იანძი გადაცურა ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე შეუსვენებლივ. მაომ მდინარის ორ კილომეტრიანი მონაკვეთის ცურვით დაფარვას ერთ საათამდე დრო შესწირა.
…წიგნს მაო ყველგან და ყოველთვის კითხულობდა. კითხულობდა კაბინეტში, საძინებელში, გზაში… კითხულობდა ჭამისა და სეირნობის დროს… ის კი არადა, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინელი ბელადი, ვისაც თავის ცხოვრებაში არასოდეს არ უსარგებლია კბილის ჯაგრისით, აბაზანის მიღების პროცესშიაც კი – წიგნის კითხვით იყო დაკავებული. – (ავტორი გენია.ჯი)