ფელიქს მენდელსონი – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი - ფელიქს მენდელსონი (1809-1847 წლები), დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა კლასიკური მუსიკის „მეორე ეშელონის” წარმომადგენლად. (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი იმისა, რის გამოც შუმანის მიერ „მეცხრამეტე საუკუნის მოცარტად” წოდებული მენდელსონის მუსიკალურ შემოქმედებას სათანადო პატივი არ ღირსებია, კომპოზიტორის წარმომავლობაში (ეროვნებაში) უნდა ვეძიოთ.
ცნობილია, რომ იმ პერიოდის ევროპაში ებრაელთა დისკრიმინაცია ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. ჰომოფობთა იდეოლოგიის ტყვეობაში მყოფი საზოგადოებისათვის კარგად გახლდათ ცნობილი ფელიქსის ებრაული წარმომავლობა. ხალხმა ისიც უწყოდა, მუსიკოსის ბაბუა – მოსე მენდელსონი, სახელგანთქმულ ებრაელ ფილოსოფოსს რომ წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება საბაბი გახდა იმისა, რომ გენიალური მენდელსონი „მეორე ეშელონის” მუსიკოსთა დასისათვის მიეკუთვნებინათ მისივე სიცოცხლეში კოლეგებს. ამას თან დაერთო „ანტისემიტიზმში” შემჩნეული, თუმცა-კი, განუზომლად დიდი ავტორიტეტის მქონე გერმანელი კომპოზიტორის – რიხარდ ვაგნერის მიერ გამოთქმული საჯარო კრიტიკა მენდელსონისა და ზოგადად, მისი შემოქმედების მიმართ.
1850 წელს, ანუ მენდელსონის გარდაცვალებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ვაგნერმა დაწერა ლიტერატურული ესე, სახელწოდებით – „ებრაელები – მუსიკალურ ხელოვნებაში”, სადაც იგი თავს ესხმის ყველა თაობის თითქმის ყველა უდიდეს ებრაელ კომპოზიტორსა და მუსიკოსს. მათ შორის, რიხარდი ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდი მონდომებით მაინც მენდელსონს ესხმოდა თავს.
რიხარდ ვაგნერის მიერ წარმოებულმა „ანტი-მენდელსონურმა” პროპაგანდამ მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს უდიდესი კომპოზიტორი „მეორე ეშელონის” რანგის მუსიკოსად იყო მიჩნეული. მიჩნეული, მხოლოდ და მხოლოდ მისი ეროვნული წარმომავლობის გამო. – (ავტორი გენია.ჯი)