დათა თუთაშხიას მსოფლმხედველობიდან…
„კარგია ეს, მარტოკაციც ვარ და მთელი ქვეყნიერებაც”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემი საქმის კაცი ვერ იბოგინებს, თუ ჰგონია, რომ მოფიქრალი და მზრუნველი ჰყავს ქვეყანაზე ვინმე”.
* * *
„კაი ხანია მას მერე, რომ მივხვდი – ჩემზე მე უნდა ვიფიქრო მხოლოდ, და ცის ქვეშ ყველაფერზეც უნდა ვიფიქრო მე. ორივე ტვირთი უნდა ვზიდო ერთდროულად და ერთად. ერთ-ერთის ან ცალ-ცალკე ზიდვა უქმად შრომა არის ყოველთვის”.
* * *
„ისე არ ჩამითვალოთ, ვითომ, მთლად შემთხვევას მინდობილი კაცი ვიყო, მაგრამ ჩემი წინათგრძნობის მჯერა”.
* * *
„თექვსმეტი წლის ვიყავი, ჩემით ცხოვრებას რომ მივყევი. ჩვიდმეტისას პირველი მარცვალი ჩამივარდა გულში და თვრამეტი წლის ასაკიდან დაწყებული ისე მეჩვენება, რომ ყველა ქალი ყველა მამაკაცთან ყველანაირ ურთიერთობაში იჩაგრება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ, თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე”.
* * *
„წარსულში სიკეთის თესვად რაც მიმაჩნდა, ვალის მოხდა ყოფილა ის, თურმე. ვალის დაბრუნებაში მხოლოდ მადლობა ეკუთვნოდეს, იქნება, დამბრუნებელს”.
* * *
„უდანაშაულო თუ ხარ და შემოგკრა ვინმემ, საპასუხოდ თუ არ შემოკარი შენც, წავა ის კაცი თავის გზაზე და უეჭველად ინანებს იმ საქციელს; არ გყავს მტრად ის კაცი, იცოდე შენ. მაგრამ თუ შემოარტყამ შენც – მტერია უკვე შენი ის”.
* * *
„ნუ გააკეთებ დღეს იმას, რასაც ხვალ გაკეთება უფრო მოუხდება!”
* * *
„ბედი ისეთი რამეა, დღეს დაგცინებს! ხვალე?..” – (ავტორი გენია.ჯი)