ჰენრი რეთბოუნი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის მომენტში მსხვერპლის სიახლოვეს (თეატრის ლოჟაში) იმყოფებოდნენ პრეზიდენტის მეუღლე – მერი ტოდი, ამერიკელი ოფიცერი – ჰენრი რეთბოუნი (1837-1911 წლები) და მისი საყვარელი ქალი – კლარა ჰარისი. (ავტორი გენია.ჯი) ლინკოლნის ერთგულმა ქვეშევრდომმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა კი გაუწია და რაც შეეძლო იბრძოლა, დაიჭრა კიდეც, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ შესძლო. იმას რომ, პრეზიდენტის სიცოცხლე ვერ იხსნა, რეთბოუნი უკიდურესად განიცდიდა. რამდენიმე ხანში სინდისის განუზომელმა ქენჯნამ ამერიკული არმიის ოფიცერი – ფსიქიკურად არასტაბილური გახადა.
მას შემდეგ, რაც წყვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, გონებაშელახულმა ჰენრიმ ოჯახში კონფლიქტებს მოუხშირა. მან ცოლზე უმიზეზოდ დაიწყო ეჭვიანობა. ეჭვით შეპყრობილი ვარაუდობდა, რომ ქალს ოჯახის დანგრევა სურდა. მის ფსიქოპატურ აზროვნებაში გაჩნდა აზრი, რომ ჰარისი (ჰენრის მეუღლე) ბავშვებსაც თან წაიყვანდა, რაც მას კიდევ უფრო უცხოველებდა „შურისძიების” გრძნობას. მუქარა, რომლითაც რეთბოუნი თავის მეუღლეს აშინებდა, სამწუხარდ, გონებაშერყეულმა ქმარმა მაინც აღასრულა. ფსიქიკური შეტევების ჟამს ჰენრი თავის შვილებზე იწყებდა ძალადობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს დედა შვილებს გადაეფარა, რა დროსაც იგი ქმარმა იარაღიდან გასროლით მოკლა. ამის შემდეგ, ჰენრიმ ხუთჯერ ჩაიცა თავადაც დანა სხეულში, თუმცა თვითმკვლელობის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი რეთბოუნი, ვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქენჯნიდა სინდისი იმის გამო, რომ ვერ იხსნა სიკვდილისგან თავისი ქვეყნის პრეზიდენტი, დააპატიმრეს და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში დასდეს ბრალი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ჰენრი რეთბოუნს შეშლილის დიაგნოზი დაუსვა და გერმანიაში არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტა, სადაც ჰპოვა კიდეც თავისი აღსასრული მან – 1911 წლის 14 აგვისტოს. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი რეთბოუნი