ევარისტ გალუას ხმამაღლა თქმული…
„აბა სცადოს გაწამებულმა ადამიანმა და მრისხანების ან განწირულების ჟამს მკვლელობა ჩაიდინოს! ვინ იხსნის მას გილიოტინისაგან? ყველა სამარცხვინოდ მიიჩნევს თანაგრძნობა გამოიჩინოს დამნაშავის მიმართ, გინდაც რომ დანაშაულობის მიზეზი განწირულობა, სიღარიბე და უბედურება იყოს. მაგრამ არისტოკრატებს და მდიდრებს კი, მათ, ვის ხელთაცაა იმპერიის ბედი – გინდაც მათ თავის კუდაბზიკობას მსხვერპლად მიუტანონ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, ცეცხლის ალს მისცენ მთელი ქალაქი, ერთმანეთი ამოაჟლეტინონ ძმებს, სამუდამო ტანჯვა-წამებისათვის გასწირონ მათი ოჯახები – ფიანდაზად ეშლებიან წინ. მერე კი, როცა განკითხვის ჟამი დგება, გულმოწყალე ლაპარაკით გვიჭედენ ყურებს. იწყებენ ყოვლისშემწყნარებლობის ხოტბის შესხმას და იმავ წუთს კანონიც უფრო ლმობიერი ხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)