მარი ანტუანეტი – „ეპიზოდი”
ეშაფოტისაკენ მიმავალ საფრანგეთის დედოფალს – მარი ანტუანეტის, სხვა მრავალი სიკვდილმისჯილისგან განსხვავებით, რომელთაც უკვე გაეარათ ის ჯოჯოხეთური გზა, რომელზედაც ახლა იგი ვიდოდა, თავი ერთობ ამაყად ეჭირა. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილის გზაზე მიმავალ ანტუანეტის ტანთ თეთრი ფერის მქონე უბრალო გრძელი კაბა ემოსა. ცნობილია, რომ თეთრი ერთგვარად ასოცირდება სისუფთავესთან და სიწმინდესთან. შედეგად, მან აღნიშნული ჟესტის ჩვენებით თავისი უდანაშაულობისა და უბრალოების დემონსტრირება მოახდინა მრავალრიცხოვანი ცნობისმოყვარე ბრბოს წინაშე. გარდა თეთრი კაბისა, დედოფალს თავზეც თეთრი ფერის ჩეფჩიკი ეხურა. ერთადერთი შავი ფერი სამოსსა და ქუდზე, კაბის მაჯებსა და ჩეფჩიკზე შემოვლებული შავი ფერის არშიები იყო, მოსალოდნელი გლოვის ნიშნად.
ყოველივე ამის ფონზე, სიკვდილის გზაზე შემდგარი დედოფლის ტანისამოსში ყველაზე მეტ ყურადღებას მაინც მისი მეწამული ფერის ქოშები იწვევდა. მეწამული ფერის ფეხსაცმელების ჩაცმა სიმბოლო გახლდათ იმისა, რომ ავსტრიული წარმომავლობის მქონე დედოფალი გულმოწყალებას იჩენდა ფრანგი ხალხის მიმართ (ვინაც მას სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა) და დიდსულოვნად პატიობდა – არასამართლიან უმკაცრეს განაჩენს.
ამბობენ, მას შემდეგ, რაც გილიოტინამ თავისი საქმე გააკეთა, ანტუანეტის ტუჩები რამდენიმე ხნის განმავლობაში თრთოლავდნენო.
რიგი ბიოგრფებისა, რომელთაც დაწვრილებით აქვთ აღწერილი მარი ანტუანეტის სიკვდილით დასჯის სცენა, გადმოგვცემენ, რომ ერთადერთი საყვარელი არსება, ვინაც ანტუანეტი უკანასკნელად „მიაცილა” ეშაფოტამდე, მისივე ერთგული ძაღლი (ოთახის ფინია) იყო. – (ავტორი გენია.ჯი)