ჯორჯ IV ჰანოვერი – „ეპიზოდი”
გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ მონარქად მიჩნეული – ჯორჯ IV ჰანოვერი (1762-1830 წლები), ვინაც განსაკუთრებული მადიანობით იყო გამორჩეული, ქვეყანას მთელი 9 წლის განმავლობაში მართავდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ჯორჯმა მოსისხლე მტრად მოკიდებული თავისი მეუღლე – კაროლინა ბრაუნშვაიგი მიაბარა მიწას, იგი სრულ განცხრომას მიეცა. გურმანმა და ესთეტმა მეფემ უპირატესობა ბრაიტონში არსებულ პავილიონს მიანიჭა, სადაც დაიწყო კიდეც ხშირის სადღესასწაულო ბანკეტების გამართვა. ასეთი სახის წვეულებები არასოდეს იმართებოდა მადისაღმძვრელი, უხვი და მრავალფეროვანი კერძების გარეშე, რაც თავის მხრივ, სახელწიფო ხაზინას სოლიდური თანხები უჯდებოდა.
ყველაზე მეტად გურმან მონარქს მაინც შემწვარი მტრედის დაგემოვნება უყვარდა თურმე. ამბობენ, ჯორჯი ყოველდღიურად და ყოველ ჯერზე, რამდენიმე შემწვარ მტრედსა და სამ ბიშტექსს მიირთმევდაო. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰანოვერი დიდი რაოდენობით მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებსაც – ღვინოს, შამპაბურს, პორტვეინსა და ბრენდის.
უზომო ჭამა-სმამ მეფის წონა 140 კილოგრამამდე გაზარდა („ბალიშივით დამრგვალდაო”, – ხუმრობდნენ მასზე). ცნობილია, რომ მარტო მისი მუცელის დიამეტრი შეადგენდა 150 სანტიმეტრს. მუხლებამდე ჩამოწელილი დიდი მუცელი მეფეს ხელს უშლიდა გადაადგილებასა და მოძრაობაში, რის გამოც სამეფო კარზე გაჩნდა ახალი ვაკანსიური შტატი ერთობ უცნაური სამსახურისა. აღნიშნული სამსახურის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სიარულის დროს მეფისათვის მუცელი დაეჭირათ. მეფის მუცლის დაკავების ფუნქციას ძირითადად შავკანიანი მსახურები ასრულებდნენ (ქვემოთ გამოსახული კარიკატურა).
საკვების მიმართ გამოჩენილმა განსაკუთრებულმა სიმსუნაგემ გურმანი მეფის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. დროთა განმავლობაში მას განუვითარდა ქოშინი და ჩიყვი. სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს კი სულაც სინათლე წაერთვა ცალ თვალში.
სხეულის დიდი მასის გამოისობით, 1830 წელს მეფეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სუნთქვა ძალიან გაუჭირდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა საწოლს მიჯაჭვოდა. იმისათვის, რომ ფეხებზე განვითარებული საშინელი ტკივილები გაენელებინა, საწოლს მიჯაჭვული მონარქი ოპიუმს მიეძალა.
ერთადერთი სიამოვნება, რომელსაც ზედმეტი ჭამისგან დაავადებული ჯორჯი კვლავაც ძველებურად იღებდა, გემრიელი კერძების განუსაზღვრელი რაოდენობით დაგემოვნებაში მდგომარეობდა. – (ავტორი გენია.ჯი)