გიორგი ლეონიძე – „ფრაგმენტი”

იმ ხმლის ნატეხი

ნახე, მოზარევ,

მარაბდაში რომ გადამსხვრეულა;

მოჭრილ ძუძუთა სისხლს ეზიარე,

რომელშიც ერის ცრემლი რეულა.

არ გიტირნია

შოთას საფლავზე? -

იქიდან ლექსი ამორხეულა!

ისევ გრძელდება „ქართლის ცხოვრება”,

ერთი ფურცელიც არ მოხეულა!

კომენტარის დატოვება