ერიხ მარია რემარკი წერდა…
„ცინიკოსი მაშინ ხდები, როცა ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი”.
* * *
„ის, როგორადაც ადამიანები თავის ცხოვრებას აწყობენ, ჭეშმარიტად სასაცილოა!”
* * *
„ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერში ორმაგ და სამმაგ ფასს ვიხდით”.
* * *
„ბრძოლა, ბრძოლა – აი ერთადერთი, რაც ამ ორომტრიალში დარჩენია ადამიანს, ორომტრიალში, რომელშიც საბოლოოდ მაინც დამარცხებული აღმოჩნდები. იბრძოლე იმ ცოტაოდენისათვის, რაც შენთვის ძვირფასია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ სიყვარულს მარადიულობა სწადია და სწორედ ეს არის სიყვარულის მარადიული წამება”.
* * *
„ნამდვილ ჯელტმენს როგორ გამოიცნობენ ხოლმე, იცით? როცა გამოთვრება, თავი წესიერად უჭირავს”.
* * *
„ადამიანი რომ გამუდმებით სევდიან ფიქრებს მიეცეს, მაშინ ამ ქვეყნად სიცილის უფლება აღარავის არ ექნებოდა…”
* * *
„ჩვენს დროში ადამიანი ადამიანს თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს”.
* * *
„ადამიანის სიცოცხლე მეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)