„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„იმ მიზეზით, რომ სიმშვიდე დამერღვევაო, კაცმა უარი არ უნდა თქვას კეთილ საქმეზე. იგი უნდა იკისროს და შეასრულოს კიდევაც”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედი არა მხოლოდ ბრმაა, არამედ იმათაც ბრმებად აქცევს ხშირად, რომლებსაც თავად ანებივრებს”.
* * *
„მტკიცე ბუნების ადამიანს უბედურებამ ხელი ისე არ უნდა დარიოს, ვერ აღასრულოს თავისი ვალი”.
* * *
„ძალიან ხანმოკლე სიცოცხლეც კი საკმარისია იმისათვის, რომ იცხოვრო პატიოსნად”.
* * *
„როგორც კარგი ღვინო სიძველით არ ფუჭდება, ისე ხასიათი – ასაკის მატებით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გამოყენება კი არ უნდა იყოს საფუძველი მეგობრობისა, არამედ მეგობრობა უნდა იყოს სათავე კეთილი სამსახურისა”.
* * *
„კიდევაც რომ შეგეძლოს ნებისმიერი რამის გაკეთება ვინმესთვის, მაინც დაფიქრება გმართებს, მოერევა კი იგი ამ საქმეს?”
* * *
„როცა უქნარა უმამაცესს უგებს მახეს, ჭკუასუსტი – ბრძენს, ლოთი – ფხიზელს, მცონარა – ენერგიულს, ამის მოთმენა მეტისმეტია”.
* * *
„სამწუხაროდ, ადამიანებს არასოდეს ეცალათ ერთმანეთისთვის. მითუმეტესს – ახლა”.
* * *
„დასჯერდი იმ სიკეთეს, რაცა გაქვს და გამოიყენე, სანამ გაქვს.” – (ავტორი გენია.ჯი)