მარკუს პორციუს კატონის ნააზრევი…
„უკეთუ რომელიმე ღმერთი ინებებს სიბერიდან ყრმობის ასაკში დამაბრუნოს, რომ აკვანში ვჩხაოდე, მტკიცე უარს ვეტყოდი, არ ვისურვებდი ყველაფრის თავიდან დაწყებას. არის ამ ცხოვრებაში რამე კარგი? რა არის აქ ტანჯვაზე მეტი? იგი თუნდაც გვთავაზობდეს რაიმე სასიკეთოს, ეს ან სურვილებია, ან მათი მოთოკვა. არ მინდა დავემსგავსო იმათ, ცხოვრებაზე რომ ბევრს წუწუნებენ, ეს ხშირად ნასწავლ ადამიანებს სჩვევიათ. მე არ ვნანობ, რომ ამ ქვეყნად ვიცხოვრე, რადგან ისე ვიცხოვრე, ამას უაზროდ გატარებულ სიცოცხლეს ვერ ვუწოდებდი, და ისე ვტოვებ მას, როგორც სასტუმროს და არა როგორც საკუთარ სახლს. ჩვენ ხომ ბუნებამ აქ დროებითი თავშესაფარი გვიბოძა მხოლოდ და არა – სამუდამო სამყოფელი.
შევნატრი იმ დღეს, როცა იმ ღვთიურ საკრებულოს მივაშურებ და მოვშორდები ნაძირალათა ბრბოს, რადგან გავემგზავრები ღირსეულ ადამიანებთან”.