ჟორჟ შარლ დანტესი – „ეპიზოდი”
„ის რომ, დანტესი სოდომური ცოდვით იყო დაცემული, პირველად ჩემთვის გახდა ცნობილი, და მეც, როგორც კეთილსინდისიერმა მოქალაქემ, სიამოვნებით გავაცანი იგი ღირსეულ საზოგადოებას. ეს ამბავი იმ საროსკიპოს გოგონებისგან შევიტყვე, რომლებსაც ხშირად სტუმრობს იგი”. – ეს სიტყვები „რუსული პოეზიის მზედ” წოდებულ ალექსანდრე პუშკინს ეკუთვნის და იგი წარმოთქმული იქნა ნიკოლოზ I-ის საიმპერატორო კარზე დაწინაურებული რუსეთში საფრანგეთიდან გადახვეწილი გვარდიის ოფიცერის, ვინმე – ჟორჟ შარლ დანტესის მისამართით. (ავტორი გენია.ჯი) პოეტის მიერ არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში დადანაშაულებული ქვისლისთვის (დანტესისათვის) პუშკინთან დუელი პირველი სადუელო ორთაბრძოლა გახლდათ ცხოვრებაში, ალექსანდრე კი ამ საქმეში ბევრად გამოცდილი და გამობრძმედილი იყო, რადგან მანამდე მას 14-ჯერ უკვე ჰქონდა მიღებული მონაწილეობა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში. მაგრამ, რად გინდა…
დანტესმა პუშკინს მისთვის საბედისწერო ტყვია 11 ნაბიჯის, დაახლოებით – შვიდი მეტრი სიშორიდან დაახალა.
სახელოვანი რუსი პოეტის მკვლელობის შემდეგ მკვლელი დაუყონებლივ იქნა განთავისუფლებული გვარდიის რიგებიდან. რიგითამდე დაუყვანეს ოფიცრის ჩინი, ხოლო იმპერატორის პირადი ბრძანების საფუძველზე კი, საერთოდ გააძევეს რუსეთის იმპერიიდან. ამბობენ, დანტესის რუსეთიდან გაძევება უფრო გაქცევას ჰგავდაო, რადგან იგი იმდენად ჩქარობდა გასცლოდა მისთვის საძულველ ქვეყანას, რომ 4 დღეში ასეულობით ვერსი დაფარა (ერთ-ერთი ცნობით, 800 კილომეტრი). – (ავტორი გენია.ჯი)
ადრიან ვოლკოვი – „უკანასკნელი გასროლა”