მარია ტერეზა ესპანელი – „ეპიზოდი”
მკაცრი ესპანური სამეფო ეტიკეტით აღზრდილმა საფრანგეთის დედოფალმა – მარია ტერეზა ესპანელმა (1638-1683 წლები) დაარღვია სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოსდა ყველა ესპანელი ქალი მუქკანიანი იყო მხოლოდ. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, ლუი XIV დე ბურბონის რიგით პირველი მეუღლე გამოირჩეოდა ქერა თმებითა და თეთრი, ღია – კანის ფერით. ამ ღირსებით აღსავსე ქალს, რომელმაც საფრანგეთის ცენტრში (სამეფო სასახლეში) „პატარა ესპანეთი” მოიწყო, განსაკუთრებით უყვარდა ნუგბარი და ტკბილეული. ყველაზე მეტად კი მაინც – შოკოლადს აღმერთებდა. მარია ტერეზას ბიოგრაფები შენიშნავენ, შოკოლადის ხშირი მოხმარებისგან დედოფალს კბილები მუდამ შავი ჰქონდაო.
შოკოლადი შოკოლადად, მაგრამ საფრანგეთის „უცხოელ” დედოფალს, გაგიკვირდებათ და, არანაკლებ უყვარდა თურმე – ნიორიც. ამასვე ადასტურებდნენ ტერეზას თანამედროვეებიც, რომელთა გადმოცემების თანახმად, დედოფალი ხშირად ყარდა ნიორის არასასიამოვნო სურნელით…
„მარია ტერეზას ბევრის ჭამა უყვარდა, რის გამოც ძალიან გასუქდაო”, – შენიშნავდა ელისაბედ პლაცკაია. მისი ცნობით, იმისათვის, რომ საჭმლის მონელება კუჭს არ გასჭირვებოდა, დედოფლისათვის განკუთვნილი მშრალი კერძები ყოველთვის უწვრილეს ნაჭრებად იკეპებოდა ყოველთვის. – (ავტორი გენია.ჯი)