მიკლუხო-მაკლაი – „ეპიზოდი”
მონათმფლობელობის საშინლად მოძულე გამოჩენილი რუსი მოგზაური და მეცნიერი – ნიკოლოზ მილკუხო-მაკლაი (1846-1888 წლები), რომელიც თავის დროზე გაღმერთებული ჰყავდათ პაპუასებს, არა მხოლოდ ხელდახელ იწევდა მონათ-ვაჭრებზე, არამედ სცემდა კიდეც მათ შანსის ჩავარდნის შემთხვევაში. (ავტორი გენია.ჯი) თავის დროზე მიკლუხო-მაკლაი იმის გამო გარიცხეს უნივერსიტეტიდან, რომ რევოლუციურ იდეებს უცხადებდა მხადრაჭერას. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ნიკოლოზი ძალიან ცუდი მოსწავლე იყო (ორჯერ ჩარჩა ერთსა და იმავე კლასში). შედეგად, მიკლუხო-მაკლაი არა მხოლოდ კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლიდან იქნა დათხოვნილი, არამედ მას სამუდამოდაც კი აეკრძალა ნებისმიერ რუსულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება და იქ სწავლის გაგრძელება.
იენაში მოღვაწეობის პერიოდში, სამედიცინო პრაქტიკებზე მყოფ ნიკოლოზს გულში ერთი ახალგაზრდა პაციენტი გოგონა ჩაუვარდა. მალევე სიყვარული გრძნონა ორმხრივი გახდა. თუმცა სამწუხაროდ, მიუხედავად მაქსიმალური მცდელობისა, გოგონა მაინც ემსხვერპლა დაავადებას.
მომაკვდავი გოგონას უკანასკნელი სურვილი გახლდათ, მისდამი მარადიული მოგონების ნიშნად, მიკლუხო-მაკლაის ხვდომოდა წილად საყვარელი ქალის თავის ქალა. ბევრი მცდელობის შემდეგ ნიკოლოზმა მართლაც მოახერხა და ხელში ჩაიგდო აწგარდაცვლილი შეყვარებული ქალის თავის ქალა, რომლისგანაც სანათი მოწყობილობა – ლამპარი დაამზადა. სწორედ მის შუქზე დაწერა თავისი უამრავი მნიშვნელოვანი და ცნობილი ნაშრომი რუსმა მეცნიერმა და მოგზაურმა. შედეგად, აღნიშნულ ნივთს განსაკუთრებით უფრთხილდებოდა იგი და ამიტომაც არ მოუშორებია თავიდან შემდგომი 20 წლის განმავლობაში, ანუ სიკვდილის ჟამამდე. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, 1884 წელს ნიკოლოზი ახალი სამხრეთ უელსის ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის ქალიშვილზე დაქოწრინდა, რომელთან თანაცხოვრებაშიაც 2 ვაჟიშვილი შეეძინა.