ერიხ მარია რემარკი წერდა…
„სანახევრო სიმართლეს არ უნდა გავცილდეთ, რადგან ადამიანები ვართ, სანახევრო ცოდნითაც საკმარისად ბევრ სისულელეს ჩავდივართ. ხოლო მთელი სიმართლე რომ სრულად ვიცოდეთ, მაშინ სიცოცხლესაც ვეღარ შევძლებდით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება მეტად ბინძურია საიმისოდ, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს”.
* * *
„ზოგიერთ კაცს მარტოოდენ ერთი რამ დააკლდა, რათა მისგან კარგი ადამიანი გამოსულიყო, ერთი რამ – დრო”.
* * *
„მამაზეციერი ყოველთვის გვეხმარება, მაშინაც კი, როცა ზოგჯერ ჩვენ ეს დახმარება არ გვესმის”.
* * *
„ზოგჯერ ძალიან გსიამოვნებს, როცა გრძნობ, რომ შეგიძლია არაფერზე არ იფიქრო, ყოველივეზე შენ არ იზრუნო. როცა ვინმეს მარჯვენას შეგიძლია დაეყრდნო”.
* * *
„მეტად ბევრი სისხლია დაღვრილი ამ დედამიწაზე იმისათვის, რომ ადამიანს მამა-ზეციერისადმი რწმენა შერჩენოდა!”
* * *
„რამდენადაც უფრო კარგად იცნობენ ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მეტია მათ შორის გაუგებრობა და უთანხმოება. და რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ისინი ერთმანეთს, მით უფრო უცხონი ხდებიან ურთიერთათთვის”.
* * *
„ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ადვილია ყოველივე, თუ ადამიანი თვითონ არ გაართულებს ცხოვრებას!”
* * *
„მთავარია გწამდეთ!” – (ავტორი გენია.ჯი)