პოლინა ბონაპარტის შესახებ…
პოლინა ბონაპარტი (1780-1825 წლები) თავისი განუმეორებლი სილამაზით ნაპოლეონ ბონაპარტის სამ დას შორის ყველაზე გამორჩეული იყო. ამ მშვენიერ და განათლებულ ქალს, ვისაც მეგობრებმა სამი ენის სათანადოდ ფლობის გამო – „პოლიგლოტი” შეარქვეს, ერთი მართლაც რომ დიდი უბედურება სჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) უბედურება, რომელიც ყმაწვილქალი პოლინას ორგანიზმში მისმა პირადმა ექიმმა – პეირემ აღმოიაჩინა. უბედურება, რომელმაც მსოფლიოში სახელგანთქმული მხედართმთავრის ამაყ ღირსებას – თავსლაფი დაასხა; და უბედურება, რომლის სახელწოდებაც გახლავთ – „ნიმფომანია”. თავის მხრივ, გაუწყებთ, რომ „ნიმფომანიის” სამედიცონო განმარტება გახლავთ – ქალის ავადმყოფურად გაზრდილი სექსუალური მოთხოვნილება და მისი მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობა.
ნაპოლეონმა მისთვის ავადსახსენებელი დიაგნოზის სისწორეში ეჭვი შეიტანა, რის გამოც პოლინა სხვა პროფესიონალმა მედიკოსსაც გაასინჯვინა. თუმცა, მანაც, პეირეს მსგავსად, პოლინას დიაგნოზად – „ნიმფომანია” დაუსვა.
შედეგად, გასაგები მიზეზების გამო, დღის წესრიგში დადგა მისი სასწრაფო წესით გათხოვება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად პოლინას მცირე ასაკისა (მაშინ იგი 16 წლის გახლდათ), მისი რეპუტაცია მაინც ძალიან იყო შელახული. „პოლინა ყოველთვის ცდილობდა მისთვის სასურველი მამაკაცი ჩაეგდო ხელში. ასეთ შემთხვევაში იგი იგნორირებას უწევდა ყოველგვარ მორალურ პრინციპს და სასიყვარულო განცხრომას მისთვის სასურველ მამაკაცთან არა მარტო საწოლში, არამედ ბაღში, ბუჩქებში, და კარადაშიც კი ეძლეოდა”-ო, – წერდა ბონაპარტის ერთ-ერთი თანამედროვე – ბრეტონი.
ნაპოლეონის უშუალო ინიციატივით პოლინა დაქორწინებული იქნა საფრანგეთის არმიის დივიზიის გენერალზე – შარლ ლეკლერზე. დაქორწინებამ პოლინაში „ნიმფომანია” ვერ გააქრო და მან კვლავაც ძველებყურად განაგრძო აღვირახსნილი ცხოვრება.
„არც ერთ სურათს და არც ერთ ქანდაკებას არ ძალუძს მისი სილამაზის სათანადოდ გადმოცემა”. – ეს სიტყვები თავის დროზე ჩაუწერია პირად დღიურში პოლინას მიმართ ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ქალს, საძაგელი ენის პატრონს – გრაფინია დ’აბრანტესს. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ, როდესაც პოლინას სილამაზით თვით მისი კრიტიკოსებიც კი იყვნენ აღფრთოვანებულნი, რა გასაკვირია, რომ მას უამრავი მოტრფიალე ჰყოლოდა. იყო პერიოდი, როცა ქალს ერთბაშად ოთხ გენერალთან გააჩნდა სასიყვარულო რომანი გაჩაღებული.
ნაპოლეონმა შესანიშნავად უწყოდა ის, რაც ხდებოდა მის ზურგს უკანს პოლინას შემთხვევაში. ამიტომაც გადაწყვიტა მან თავისი დისა და „რქა-დადგმულ-დამძიმებული” სიძე კარიბის ზღვაში განთავსებულ სან-დომინგოს ეგზოტიკურ კუნძულზე გაეგავნა „სამსახურეობრივი” მისიით.
სანამ ლეკლერი ადგილობრივ აჯანყებულებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, პოლინას დრო არ დაუკარგავს და ადგილობრივ პლანტაციებში შავკანიან მამაკაცებზე დაიწყო „ნადირობა”.
„ტროპიკული კლიმატით გახურებულს სურდა ყოველივე შესაძლებელი შეეცნო და შეეგრძნოო”, – მრავლისმეტყველად და ცინიკურად შენიშნავდა ნაპოლეონის დის შესახებ საფრანგეთის ყოვლისმცოდნე შინაგან საქმეთა მინისტრი – ჟოზეფ ფუშე.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ კუნძულზე ყოფნის ჟამს პოლინა სპეციალურად აწყობდა შავკანიან მამაკაცთა შორის „დიდი გენეტალიების” აღმოსაჩენ კონკურსებს, რათა ამ გზით მისთვის საჭირო „ღირსეული” პარტნიორები აღმოეჩინა. შედეგად მას უამრავი შავკანიანი საყვარელი ჰყავდა.
აღვირახსნილმა ცხოვრებამ პოლინას ჯანმრთელობაზე, რაღა თქმა უნდა, უარყოფითი კვალი დატოვა. იგი ერთ-ერთი ვენერიული დაავადებით (სავარაუდოდ – სიფილისით) დასნეულდა, რაც შემდგომ თავის ქმარსაც გადასდო.
სამშობლოში დაბრუნების შემდგომ პოლინა ბონაპარტს ნაპოლეონმა დასტაქართა მთელი ჯარი დაასია განსაკურნებლად. სათანადო მკურნალობის კურსმა პოლინა გამოაჯანმრთელა. გამოჯანმრთელებულმა კი კვლავაც „ძველ ხელობას” მიჰყო ხელი, რაც მის აღსასრულამდე გაგრძელდა. – (ავტორი გენიაჯი)
რობერ ლეფევრი – „პოლინა ნაპოლეონის ბიუსტთან”