კიმების ჩრდილოკორეული დინასტია – „ეპიზოდი”
აღმოსავლეთ აზიაში განთავსებული სახელმწიფოს – ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა, რომელსაც აგერ უკვე ათწლეულებია კიმების საგვარეულო დინასტიის მიერ დამყარებულ საშინელ ტირანიასა და სიყალბეში უწევს ცხოვრება, გულწრფელად არის დარწუნებული იმაში, რომ ზეციური წარმომავლობის მქონე მათი „დიადი” ქვეყნის „გენიოსთა შორის გენიოსი” საჭეთმპყრობელი – კიმ ჩენ ინი, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას არ საჭიროებს და შესაბამისად, არც საპირფარეშოში სჭირდება ბიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სიარული (ყოველგვარ ცივილიზაციასა და ინფორმაციას მოკლებულებმა რა იციან, რომ ბელადის ბრონირებულ ავტომობილშიც კი არის დამონტაჟებული მობილური ტუალეტი).
თუმცა, ეს კიდევ არაფერი…
ანალოგიური წარმოდგენა გააჩნდა ჩრდილო კორეის მოსახლეობას კიმ ჩენ ინის მამის – კიმ ჩენ ირის შემთხვევაშიაც. აღნიშნულ სიტუაციაში კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება იწვევს ინტერესს: ოთხგზის ჩრდილოეთ კორეის გმირი – კიმ ჩენ ირი – ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას რომ არ საჭიროებდა თავისი ზეციური წარმომავლობის გამოისობით, მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში გამოკვეთილად არის ხაზგასმული. – (ავტორი გენია.ჯი)