„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ვინმეს გასაჭირს ან ცუდ საქმეს თუ დაინახავ, გულმა როგორც გითხრას, ისე მოიქეცი და ის შენი საქციელი რასაც მოიტანს, მისი უკმაყოფილო ნუ იქნები”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დაუბრუნებლად წასული აღარ ბრუნდება”.
* * *
„ვიდრე ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია”.
* * *
„მეგობრობა მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შორის არის შესაძლებელი”.
* * *
„არარაობა ის სარკეა, რომელშიც ასახულია მთელი სამყარო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ შიში არ გაქვს, მაშინ არც გზღუდავს და გბორკავს რამე და რასაც გული გიკარნახებს, იმას სჩადიოდე, იქნება, ყოველთვის. ესაა თავისუფლება, აბა, რა?!.”
* * *
„თუკი ადამიანი რამეს წარმოადგენს, ის უკვე თავისთვის ძეგლს იგებს”.
* * *
„წინათ ადამიანები ნელ-ნელა ეცემოდნენ და ყოველთვის შეიძლებოდა გამოჩენილიყო ხელახლა წამოდგომის შესაძლებლობა, ახლა კი…”
* * *
„ადამიანის მოტყუება თუ მოახერხე, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ბრიყვია, ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტად გენდო, ვიდრე იმსახურებდი”.
* * *
„სულით ძლიერი ადამიანი ის კი არ არის, ვინც არასოდეს დაცემულა, არამედ ის, ვინც ეცემა და დგება!” – (ავტორი გენია.ჯი)