რეი ბრედბერი – „ეპიზოდი”
„ჩემს მიერ დაწერილი ყოველი ახალი თხზულება სიცოცხლეს მიხანგრძლივებსო”, – ხშირად შენიშნავდა ხოლმე ახლობელთა წრეში ხანდაზმულ ასაკში შესული დიდი ამერიკელი მწერალი – რეი დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები). ლიტერატორს, რომლის კალამსაც 10 რომანი, ათეულობით პიესა და 400-ზე მეტი თხზულება ეკუთვნის, მუშაობა მაშინაც კი არ შეუწყვეტია, როდესაც 79 წლის ასაკში მყოფი ინსულტმა ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვა. (ავტორი გენია.ჯი) ისე კი, პირველი ლიტერატურული გამოცდილება რეიმ სულ რაღაც თორმეტიოდე წლის ასაკში მიიღო და მას მერე სამწერლო ასპარეზს თავის აღსასრულამდე არც არასოდეს ჩამოშორებია.
სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს, რეის, ახლობელთა წრეში არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი, ეცოცხლა – ას წლამდე, რაც სამწუხაროდ, არ დასცალდა: რეი ბრედბერი 2012 წლის 5 ივნისს – 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„იმ საღამოს, როდესაც ის მოკვდა, სამყარო მილიონობით შესანიშნავი საქციელით გაღარიბდა”. – ასეთი მრავლისმეტყველი სიტყვებით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა დიდი ამერიკელი მწერლის გარდაცვალებას. – (ავტორი გენია.ჯი)