რიხარდ ვაგნერი – „ეპიზოდი”
„სრული კურტუაზიული გარემო და ატმოსფერო” – ასე აფასებდნენ იმთავითვე გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერის (1813-1883 წლები) სამუშაო კაბინეტში გამეფებულ აურას მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც… ჰიტლერის ფავორიტი კომპოზიტორი განსაკუთრებულ გარემოში წერდა თავის უკვდავ მუსიკალურ ქმნილებებს.
უპირველეს ყოვლისა, ვაგნერის ერთ უცნაურობაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. თავის მხრივ, ეს უცნაურობა (რომელსაც სისუსტეც შეიძლება ვუწოდოთ) დაკავშირებული გახლდათ რიხარდის ინტიმურ წვრილმანთან… გაგიკვირდებათ და, გერმანელ კომპოზიტორს – აბრეშუმის ქსოვილისაგან დამზადებული საცვლებისადმი ახასიათებდა განსაკუთრებული მისწრაფება…
ყოველი ახალი მუსკილური ქმნილების დაწერის წინ, რიხარდს ჩვევად ჰქონდა, სამუშაო კაბინეტის მრავალფეროვანი ყვავილებით მორთვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ კომპოზიტორისათვის სამუშაო პროცესში, იყო ის, რომ იგი გარშემორტყმული უნდა ყოფილიყო უამრავი სურნელოვანი და დეკორატიული, ამასთანავე უცილობლად – აბრეშუმის ბალიშით. გარდა ამისა, კაბინეტის კუთხეში სპეციალურად განთავსებულ აბაზანაში რიხარდი ყოველ ჯერზე ასხამდა სურნელოვან ოდეკოლონებს.
„მთელი ეს ბუდუარი შესანიშნავად არის ასახული ვაგნერისეულ მუსიკაშიო”, – შენიშნავენ კრიტიკოსები.
თავად ვაგნერი კი, მის უცნაურ დამოკიდებულებას აბრეშუმის ქსოვილებისადმი – კანის დაავადებით ხსნიდა. იგი ამბობდა, რომ კანის საშინელმა დაავადებამ სხვა გზა არ დაუტოვა. – (ავტორი გენია.ჯი)