პიერ კარლ დე შამბლენ დე მარივო
პიერ კარლ დე შამბლენ დე მარივო - დაიბადა 1688 წლის 4 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ გამოჩენილი ფრანგი დრამატურგი და პროზაიკოსი.პიერის მამა ფრანგული სამონეტო სახლის დირექტორის შვილი გახლდათ და სწავლის მხრივ,ეკონომიკური პრობლემები არასოდეს შემთხვევია.შეისწავლა სამართალი,თუმცა ადვოკატად არ უმუშავია. (ავტორი გენია.ჯი) მამის ფინანსურად გაკოტრების შემდეგ,თავადვე შექმნა და ჩამოაყალიბა თეატრი,ამასთან ერთად მუშაობდა ჟურნალისტად და მალევე,თავად აარსებს 1721 წელს ახალ ფრანგულ ყოველკვირეულ ჟურნალს: “ფრანგ დამკვირვებელ”-ს.პიერი ავტორია მრავალი პიესის და რომანებისა,მათ შორის ცნობილი რომანისა: “ფარზამონი,ანუ ახალი დონ კიხოტი”,დაწერილი 1712 წელს.მის კალამსვე ეკუთვნის ნაწარმოები: “საოცარი მოქმედება სიმპათიისა”.გარდა პიესების და რომანები,იგი ასევე წერდა მცირე ზომის თხზულებებსაც.მის მიერ დაარსებული თეატრი კი ჩამოყალიბდა,როგორც თანამედროვე ლიტერატურული თეატრი,რომელსაც იმ პერიოდის უამრავი ცნობადი პერსონები სტუმრობდნენ.1743 წელს პიერი არჩეულ იქნა ფრანგული აკადემიის წევრად,რომელიც მიზნად ისახავდა ფრანგული ენისა და ლიტერატურის შესწავლა-გავრცელებას მოსახლეობაში. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში კი იგი აღნიშნული საგანმანათლებლო ორგანიზაციის მდივანიც ხდება.მიუხედავად პიერის წარმატებული მოღვაწეობისა,იგი მანც მარტოობაში,ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა 1763 წლის 12 თებერვალს პარიზში.თუმცა XX საუკუნიდან,მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი მატულობს და პიერის მიერ დაწერილი პიესები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების სცენებს იპყრობს.პიერის მიერ დაწერილი რომანი “მარიანას ცხოვრება”,კი 1997 წელს ეკრანიზებულ იქნა,ხოლო დრამატურგის მიერ დაწერილი “სიყვარულის ტრიუმფი”-ს მიხედვით დადგმულ იქნა მუზიკლი.პიერ კარლ დე შამბლენ დე მარივოს შემოქმედება აქტუალურობას დღემდე არ ჰკარგავს და იგი ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთ წამყვან დრამატურგადაც მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)