ელისაბედ I – „ეპიზოდი”
სიყმაწვილის ასაკში მყოფი პეტრე პირველის უმცროსი ქალიშვილი - ელისაბედი (1709-1761 წლები), ესპანეთის სამეფოს ელჩმა რუსეთის იმპერიაში – ჰერცოგმა ლირიელმა ერთობ ლაკონურად დაახასიათა – „ლამაზმანი”. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ ჯერ კიდევ შორს იმყოფებოდა ელისაბედი საიმპერატორო ტახტისგან, თორემ ელჩის ასეთ თავხედურ გამოხდომას მინიმუმ დიპლომატიური სკანდალი მაინც მოჰყვებოდა თან. შედეგად, საზოგადოება ყმაწვილქალში ბევრად უფრო აფასებდა მშვენიერ გარეგნობას, ვიდრე გონებრივ შესაძლებლობებს.
სანამ ელისაბედი საიმპერატორო ტახტზე ავიდოდა, მას მცირეოდენი წარმოდგენაც კი არ ჰქონია ყოველდღიურ რეჟიმზე: ეს გურმანი ახალგაზრდა ქალი, როცა მოესურვებოდა, მაშინ ჭამდა საჭმელს; როცა მოესურვებოდა, მაშინ მისცემდა ძილს თავს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რაც სურდა და როგორც სურდა, ისე აკეთებდა ყველაფერს.
ნათქვამია – „მადა ჭამაში მოდისო”, – და ასე იყო ელისაბედის შემთხვევაშიც. ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ მას გემოვნება კიდევ უფრო დაუხვეწა, ხოლო მადა კი, კიდევ უფრო გაუზარდა. საიმპერატორო სასახლის კარზე გახშირდა მდიდრული წვეულებები, რომელთა შესახებაც ევროპელ მონარქებში ლეგენდები დადიოდა. გემრიელმა კერძებმა და ზოგადად რომ ვთქვათ, ასეთი ცხოვრების წესმა, დროთა განმავლობაში ელისაბედის ბუნებრივი სილამაზე წარსულს გადააბარა. ახლა უკვე მის გონებრივ შესაძლებლობებს უფრო აფასებდა ხალხი, ვიდრე ფიზიკურ მომხიბვლელობას.
ერთობ გასუქებული ელისაბედი ძალიან განიცდიდა ყოველივე ამას, რამაც იგი საბოლოო ჯამში გააბოროტა კიდეც. დროის გასვლასთან ერთად, მისი ხასიათი უარესდებოდა. ხშირად სულ ტყუილუბრალოდ ვარდებოდა ისტერიკებში; არაფრის გამოს ან კიდევ, ზედმეტი წვრილმანის გამო შეეძლო ქვეშევრდომების სასტიკად დასჯა. ამ შემთხვევაში, შურის გამო, განსაკუთრებული რისხვა ატყდებოდათ თავს იმპერატრიცას იმ ფრეილინ ქალებს, რომლებიც ყველასგან გამოირჩეოდნენ მშვენიერი გარეგნობით. და მაშასადამე, ფიზიკური სილამაზით ჩრდილავდნენ ერთობ შეუხედავ მბრძანებელ-ქალს. – (ავტორი გენია.ჯი)