იცით თუ არა, რომ?!
1. გერმანული ნაგაზი – ისტორიულ ხელნაწერებში პირველად მოხსენიებული იქნა VII საუკუნეში. მაშინ იგი მხოლოდ და მხოლოდ მეცხვარე (მწყემსი) ძაღლის ფუნქციას ასრულებდა. ძალოვან სამსახურებში მათი მასობრივად გამოყენება XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ბრაზილიისა და ბოლივიის ტერიტორიებზე განსახლებულია – ბოროროს ინდიელი ხალხი (რაოდენობით სულ რაღაც 1600 ადამიანი), რომელთა უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ მათგანს ერთი და იგივე – პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ.
* * *
3. მონაკოს სამთავროში განთავსებული მონტე-კარლოს სახელგანთქმული კაზინოს დარბაზებში უცხოელი ვიზიტორებისაგან განსხვავებით, XIX საუკუნის შუა ნახევრიდან ადგილობრივი მოქალაქეები სათამაშოდ არ დაიშვებიან. ცნობისათვის, ასეთი სახის აკრძალვა საკუთარ მოქალაქეებზე – ბაჰამის კუნძულებზე არსებულ კაზინოებშიც მოქმედებს.
* * *
4. მედუზებს არც ტვინი გააჩნიათ, არც ძვალი და არც გული.
* * *
5. საყურადღებო ფაქტია, რომ ბრაზილიაში ორი მსახიობი გარდაიცვალა იუდას როლის შესრულების პროცესში. ორივე მათგანი შემთხვევით გაიგუდა თავზე წამოცმული ყულფისგან იუდას მიერ თვითმკვლელობის ჩადენის სცენის გათამაშების დროს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული უალკოჰოლო გაზირებული სასმელის მწარმოებელი კომპანია – „კოკა-კოლა”, თავისი პროდუქციის საწარმოებლად ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ ლიტრ მტკნარ წყალს მოიხმარს. ასე მაგალითად: ცნობილია, რომ 2004 წელს აღნიშნულმა კომპანიამ „კოკა-კოლა”-ს საწამოებლად – 283 მილიარდი ლიტრი მოიხმარა.
* * *
7. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, მედიკოსების მიერ დაშვებულ შეცდომებს, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად საშუალოდ 250 000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
* * *
8. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გორილები ისევე ავადდებიან სურდოთი, როგორც ადამიანები.
* * *
9. ლომი – აფრიკის შავი კონტინენტის ყველაზე ზარმაც მტაცებელ ცხოველად არის მიჩნეული.
* * *
10. ჩერნოგორიის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტაქსის მძღოლს მთვრალი მგზავრის წინა სავარძელზე დასმა ეკრძალება. – (ავტორი გენია.ჯი)