თამაზ ჭილაძე წერდა…
„საფლავის ადგილის პოვნა ცხოვრებაში ადგილის პოვნაზე იოლი როდია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი საფრთხის შიშითაც კი ვერ ელევა იმას, რაც ახლა, აი, ამწუთას მოსწონს და უყვარს”.
* * *
„ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედნიერებასო, უთქვამს ბრძენს. სრული სიმართლეა, მაგრამ ადამიანი თავის უბედურებასაც თვითონვე ქმნის და ამ უბედურებას ვერსად გაექცევა”.
* * *
„ადამიანებისთვის ყველაზე მტკივნეულია ის, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობენ…”
* * *
„ – არა, ყველა არ არის ცოდო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ მიზეზი ისე ღრმადაა ჩამარხული, ჩაფლული მიწაში, სრულებით აღარ გვახსოვს, როგორც ყველაფერი, რასაც თვალი არ ხედავს და ყური არ უსმენს, ანდა, რასაც განგებ, მთელი მონდომებით ვივიწყებთ”.
* * *
„სიყვარულიც კარგი მხეცია – გგლეჯს,და გათქლაფუნებს, ლომივით…”
* * *
„ყველამ ხელი გააქნიოს და ექნებათ”.
* * *
„სწორედ იმას პოულობენ, ვინც იმალება! ლოგიკურია. ვინც არ იმალება, ის როგორ უნდა იპოვო?”
* * *
„რას არ იტყვის კაცის ტურტლიანი ენა”. – (ავტორი გენია.ჯი)