ჯოვანი ბრაგოლინი – „ეპიზოდი”
იტალიელმა მხატვარმა – ბრუნო ამადიომ (1911-1981 წლები), რომელიც „ჯოვანი ბრაგოლინის” ფსევდონიმით უფროა ცნობილი, 1950-იან წლებში დახატა დღეისათვის ეგზომ პოპულარული ტილო, სახელწოდებით – „მტირალა ბავშვი”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტილოს შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტია გავრცელებული. მათ შორის ისიც, რომ მას თავისი მფლობელებისათვის ყოველთვის უბედურება მოჰქონდა. შედეგად, ბრაგოლინის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რბილად რომ ვთქვათ, დღემდე არ სარგებლობს „კარგი რეპუტაციით”.
ჯოვანიმ ტილოზე სიუჟეტის გმირად თავისი პატარა ვაჟი წარმოადგინა. იმისათვის, რომ ავტორს სურათი უფრო შთამბეჭდავი გამოსვლოდა, სიუჟეტის გმირს, ანუ თავის ვაჟიშვილს მუშაობის პროცესში გამიზნულად აშინებდა. ყველაზე მეტად, რაც მხატვრის პაწია ვაჟიშვილს აშინებდა და აფრთხობდა, ასანთის ანთების პროცესი გახლდათ. შვილის ეს სისუსტე კარგად უწყოდა ბრაგოლინიმ, რითაც შესანიშნავად სარგებლობდა კიდეც: მუშაობის ჟამს იგი ხშირად უნთებდა ბავშვს სახესთან ასანთს.
ამიტომაც გამოვიდა ტილო ეგზომ ცოცხალი და ემოციურიო, – შენიშნავენ ხელოვნებათმცოდნეები. – (ავტორი გენია.ჯი)