ბესიკ ხარანაულის ნააზრევი…
„სიკეთე ყველაზე ფრთხილად უნდა აკეთოს კაცმა, დიდი ჭკუა უნდა სიკეთის მქნელსა, ვის უკეთებ, რატო უკეთებ, შენ რომ გსიამოვნებს, ეგ არ კმარა, გარჩევა უნდა და სიბრძნე…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი ახალი დღის ბილიკი მორიდებით უნდა დაიწყო, თითქოს ერთხელაც არ გივლია, არ გირბენია. არ უნდა ჩათვალო, რომ შენია და ნაცნობია, არავინ იცის, წუხელ ღამე იქ რამ ათია, ვინ ისუნსულა, ვის დასცვივდა კურკლი და დორბლი”.
* * *
„კაცი რომ მოკვდება, უნდა თქვან, აი, შედგა ადამიანიო…”
* * *
„ადამიანის წარსული არის მისი ნაცხოვრები წლებისგან დაწურული მწკლარტეგემოიანი სასმელი, რომელსაც დაუთრობლად შეუძლია აგატიროს და გაგაცინოს უმიზეზოდ – სულელივით”.
* * *
„ულმობელი ნადირივითაა სოფელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საშინელებაა, როცა არავის სჭირდები”.
* * *
„ვარდში – ვარდია, ნაყოფში – ნაყოფი და ადამიანში ჯერ არ არის ადამიანი…”
* * *
„ერთი ვარ, მარტო კი არა, ერთი ვარ. აქაც ერთი ვარ და ყველგანაც ერთი ვიქნები”.
* * *
„ – ჩვენი ოჯახი სიკეთემ დაღუპა. „ამას ეს უჭირს, იმას ეს უჭირს” – ძახილმა… ის არ ვიცოდით, რომ, ვინც როგორ არის, ისე უნდა იყოს”.
* * *
„ღმერთო, მაპატიე, რომ ასეთი მცირედი დავრჩი!” – (ავტორი გენია.ჯი)