Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„კარიკატურებად იმახსოვრებს სოფელი ადამიანს: ზოგისა ნათქვამი რჩება, ზოგისა საქციელი… ვინც კარიკატურად არ ივარგებს, სოფელი იმას ვერ იმახსოვრებს. ვერ იმახსოვრებს – მთელი დღე მშრომელს, მზის ქვეშე ოფლის მღვრელს, თოხნაში, მკაში, თიბვაში დაუღლელს… ვერ იმახსოვრებს… სათნოს, საჩინოს, გონიერს, წესიერს, დინჯსა და ზომიერს, უხინჯოს, უკვანჭოს, უგონჯოს, უსმელს, უთქმელს, უქნელს, უვარგისს – ვერ იმახსოვრებს… იმახსოვრებენ – ბრუციანს, კუზიანს, გიჟს, მეძავს, ექვსთითას, ტაშფანდურასა და ტაშკუილას… ასეთები ინახავენ სოფელს და სოფელიც მათ ხსოვნას არ კარგავს. ამათი სიტყვა, ამათი საქციელი, ამათი სისულელე, ამათი სიგიჟე – არ ავიწყდება”.