ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – „ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა პოსტ-იმრესიონისტმა ფერმწერმა – ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა (1864-1901 წლები), მასთან სტუმრად მყოფ ოდინდელ მეგობრებს მეტად მრავლისმეტყველი და საინტერესო ისტორია მოუყვა:
„ – მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ჩემს კაბინეტს უცნობი მამაკაცი ეწვია.
- ძალინ გთხოვთ, დაეხმაროთ ერთ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, – დაიწყო მან, – მათი საცოდაობით მართლაც რომ გული მეწვება. ოჯახის ოფროსი (მამა) უკვე საფლავში განისვენებს, დედა მძიმე ავადმყოფია და მუშაობა არ შეუძლია. მის ექვს შვილს – საჭმელი არაფერი აქვთ… მაგრამ, ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადების უნარი არ შესწევთ. ახლა უკვე, რამდენიმე თვის დავალიანება დაუგროვდათ. ამის გამო იძულებით ასახლებენ ყოველდღიურად ქუჩაში. თქვენ წარმოიდგინეთ: ავადმყოფი დედა თავის ექვს შვილთან ერთად ქუჩაში! საშინელებაა! ნამდვილი საშინელება! მათ დახმარება ესაჭიროებათ, თანაც დაუყონებლივ! ამიტომაც გეწვიეთ – იქნებ თქვენ დაეხმაროთ!
უცნობის ამაღელვებელმა მონათხორმა თვალზე ცრემლი მომგვარა. უმალ დავწვდი მაგიდაზე დადებულ ჩეკის ბარათს და სანამ თანხას მივუთითებდი ზედ, სტუმარს ვკითხე:
- რა თქმა უნდა, დავეხმარები, რაზეა საუბარი… დიდი სიამოვნებითაც… მაგრამ შემიძლია გავიგო, თქვენი ვინაობა? თავად ვინ ბრძანდებით?
- მე სწორედ იმ სახლის მფლობელი ვარ, საიდანაც ყოველდღიურად ასახლებენ დავალიანების გამო მაგ უბედურებს…” – (ავტორი გენია.ჯი)