ენტონი ლოურენსი – „ეპიზოდი”
აფრიკის კონტინენტის სახელოვანმა მკვიდრმა, გარემოს დამცველმა და ბუნებათმცოდნემ – ენტონი ლოურენსმა (1950-2011 წლები), განუზომლად დიდი წვლილი დაიდო „შავ კონტინენტზე” მობინადრე ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა პოპულარიზაციაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, მისი განსაკუთრებული სიყვარულისა და ზრუნვის საგანს მაინც დედამიწის ყველაზე მძიმეწონოსანი არსებები – სპილოები წარმოადგენდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ სამხრეთ აფრიკელმა ლოურენსმა, რომელიც ინგლისელი ემიგრანტების შთამომავალი იყო, სამშობლოში კერძო ნაკრძალიც კი დააარსა სპეციალურად სპილოებისთვის.
2012 წლის 2 მარტს 61 წლის ასაკში მყოფი ენტონი ლოურენსი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მეორე დღეს ჭირისუფალი გაოგნდა, როდესაც მათ სახლთან იმ სპილოების მოზრდილი ჯოგი შენიშნა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სპილოების ჯოგი შედგებოდა იმ ეგზემპლარებისგან, რომელთა რეაბილიტირებისა და გადარჩენისთვისაც თავის დროზე უამრავი ენერგია და თანხები გაიღო. სპილოთა ჯოგი ორი დღისა და ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ლოურენსების სახლის სიახლოვეს და მათებურად (გლოვის დროს სპილოებისათვის დამახასიათებელი გამყინავი ხმით) დაიტირეს დიდი ბუნების მოყვარული კაცი. ორი დღის გასვლის შემდგომ სპილოების ჯოგი, გაგიკვირდებათ და, ყველასათვის შეუმჩნევლად დაიშალა და გაშორდა იქაურობას.
ასეთი უნიკალური მეთოდით მიაგეს უკანასკნელი პატივი ლოურენსის ხსოვნას და ასე ამაღელვებლად გამოეთხოვა მათზე მზრუნველ ადამიანს – „ველური” სპილოები. – (ავტორი გენია.ჯი)
ენტონი ლოურენსის პანაშვიდზე მიმავალი სპილოთა ჯოგი