„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„არასოდეს გადაასხვაფერო შენი აკვნის ენა!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა შეუძლებელი უნდა შეძლო”.
* * *
„რა ადვილად იტყვიან, უყვარს…”
* * *
„ეს ოინი მაგრა იცის ცხოვრებამ – გაცხოვრებს ადამიანს და ორ ფურცლად დაგაგდებს. ალბათ ამიტომ უფრთხილდება შთამომავალი იმ ორ ფურცელს, დაჰკანკალებს, იმეორებს და ზეპირად იცის”.
* * *
„სადაც ადამიანის ფიქრი და გონება ურევია, იქ, რა თქმა უნდა, თვალთმაქცობაც მყუდროდ გრძნობს თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ყვავილს რომ გაუხსნა შუბლი, ყველა ჩიტს რომ თვალი გააყოლო, მაშინ ყველანაირი ბრაზი დაგიბლაგვდება…”
* * *
„აქლემის ტვირთი რომ გეკიდოს და მიდიოდე და აკვირდებოდე თვალთმაქც გამვლელებს, დაუსტვინე, რომ იფიქრონ, ქარი მიაქვსო”.
* * *
„ვისაც ვარდებს არ ესვრიან, ქვანი ვარდობენ!”
* * *
„რა ერთი სოფელი და რა ერთი მსოფლიო!”
* * *
„მარტო პურზე და სიყვარულზე არ იტყუებს კაცი თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)