გიორგი ლეონიძე წერდა…
„ზოგი კაცი მგლისფერია!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი პურადი უნდა იყოს, ნადიმნათელი!”
* * *
„ქვეყანა ბოროტების მტვრით აივსო! ვაი, სადა ხარ სირცხვილო, ვაი, ადამიანის გაღორებას!”
* * *
„დიდი თამარი – საქართველოს დედათა პირის წყალი!”
* * *
„ყოველთვის ასე ყოფილა. გულმდუღარებით მხოლოდ თავის თაობას დასტირიან წმინდა, გულწრფელი ცრემლით თანამედროვენი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში ვერ მოიხარშება!”
* * *
„სხვისი მფარველი ხშირად თვითონ რჩება უმფარველო”.
* * *
„ისწავლეთ, კარგად ისწავლეთ, ეგებ ნასწავლებმა ჩაუყენოთ საქართველოს თვალი!”
* * *
„ – ო, რა საზიზღარია სიღარიბე… ჭაობი… მიბრეცილი ქოხები… მობრეცილი ტვინი…”
* * *
„სიცოცხლე სიკვდილის ყმა არ იქნება არასოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)