ჰელიოგაბალუსის შესახებ…
რომის იმპერიის ურჩხულად ქცეული იმპერატორი – ჰელიოგაბალუსი (204-222 წლები), განსაკუთრებულად ამაზრზენი თვისებებით გამორჩეული პერსონა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ფუფუნების ღრმად მოტრფიალე და ყოვლად გახრწნილი სევერუსების დინასტიის წარმომადგენელი მბრძანებელი უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა პირადი კეთილდღეობისა და სიამოვნებისათვის სახელმწიფო ხაზინიდან. იგი იმდენად ხშირად ითხოვდა ფულს იმპერიის საერთო ქისიდან, რომ, ამ მხრივ, თვით კალიგულა და ნერონიც კი დაჩრდილა.
რომის ოდინდელმა იმპერატორმა – ვესპასიანემ თავის დროზე ერთი საყოველთაოდ ცნობილი მაქსიმა წარმოთქვა: „ფულს სუნი არ ასდის!” – როგორც ჩანს, ეს კარგად გაითვალისწინა მან და ამიტომაც სჩადიოდა დროდადრო იმპერატორისათვის ყოვლად მიუღებელ ქმედებებს: ოდიოზი იმპერატორი თავის ძვირფას ამალასთან ერთად არც თუ ისე იშვიათად სტუმრობდა ამა თუ იმ საროსკიპოს. საროსკიპოში მისული კინწისკვრით ყრიდა მის მეპატრონეებს ქუჩაში და თავად ხდებოდა რამდენიმე ხნით მისი „დირექტორი”. ასეთი მეთოდით ეს ამორალური პერსონა ზუსტად აღრიცხავდა საროსკიპოების შემოსავლებს. შემოსავლებს, რომელიც ეგზომ ესაჭიროებოდა შეშლილ მბრძანებელს უუღრმესი კეთილდღეობისათვის.
ჰელიოგაბალუსი, რომლის გარეგნობაშიაც ქალისა და მამაკაცის ერთობ უცნაური ნაზავი გახლდათ ასახული, გემრიელი და ეგზოტიკური კერძების მიმართ არასოდეს არ იჩენდა გულგრილობას. თუმცა-კი, ყოველი ტრაპეზის ჟამს იგი მსახურებისაგან კატეგორიულად მოითხოვდა, დაწვრილებით მოეთხროთ მისთვის, თუ რაოდენ დიდი თანხა დაჯდა იმჯერად იმპერატორის მდიდრული სადილი. (ავტორი გენია.ჯი) ბიოგრაფთა ცნობით, ასეთი უჩვეულო მეთოდი ჰელიოგაბალუსს კიდევ უფრო უზრდიდა მადას თურმე. შეშლილ ყმაწვილს განსაკუთრებით მაინც ის კერძები უყვარდა, რომლებიც ოქროს ქვიშითა და მარგალიტებით იყვნენ შეზავებულნი.
ეს ნაძირალა და სადისტი ყმაწვილი მუდამ ამაყობდა იმით, რომ უამრავი საყვარელი ჰყავდა. მათ შორის უმეტესობა – მამაკაცები. იმპერატორი, რომელსაც ქალის მსგავსად უყვარდა ტუჩების შეღებვა და საცხის წასმა სახესა და თვალებზე, თავისი გარყვნილი ქმედებებით თვით მრავლისმნახველ რომსაც კი აოგნებდა. ჰელიოგაბალუსის ფავორიტ საყვარელს სპორტული აღნაგობის მქონე მონა-ჭაბუკი, სახელად – ჰიეროკლე. IV საუკუნეში მოღვაწე დიდმა ძველ რომაელმა ისტორიკოსმა – ელიოს ლამპრიდელმა კი, მართლაც რომ გამაოგნებელი ცნობა დაგვიტოვა მის შესახებ: ჰელიოგაბალუსი არავის ერიდებოდა და თავის ფავორიტ-მამაკაცს – საჯაროდ უკოცნიდა გენეტალიებს. მერე ამბობდა, რომ ამ ამორალური და ყოვლად ამაზრზენი საქციელით, არც მეტი და არც ნაკლები, იგი – „ღვთისმსახურებას აღასრულებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)