კონსტანტინე გამსახურდია წერდა…
„და მე მგონია: მეფეების, მთავარსარდლების და დიდი გენერლების ისტორია, ალბათ კაცობრიობის ისტორიაც ზოგჯერ მუცელზე მხოხავი ისტორიკოსებისა და მემატიანების მოჩმახული ამბავია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტოობამ ჩემს თავთან ბაასი მასწავლა”.
* * *
„დროს ვერავინ და ვერაფერი უძლებს, ეს ცნობილია”.
* * *
„რა ყოფილა გული კაცისა, იგი თავათვე შეიცავს თურმე როგორც სამოთხეს, ისე ჯოჯოხეთს”.
* * *
„ცაშიაც არ მიმიწევს გული. მე იგი წარმოდგენილი მაქვს, როგორც ფრიად მოსაწყენი ადგილი. განსაკუთრებით, თუ განგებას შეეშალა და სამოთხეში მოვხვდი, ვიცი მთქნარება მომკლავდა ამდენ გულმართალთა და პატიოსანთა საუფლოში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე აღარ შემიძლია მამებისა და შვილების დაუცხრომელ ჯაჯღანს ვუსმინო”.
* * *
„ოჰ, რამდენს ყბედობს და კამათობს ჩვენი თაობა!”
* * *
„სიყვარულს სჩვევიაო ასე, გონებას უბნელებსო გამიჯნურებულთ”.
* * *
„მე ქრისტესთან რა ხელი მაქვს, მე ადამიანის მურტალი ცოდვებისათვის ჯვარზე კი არა, მწიფე მსხალზეც არ გავიდოდი”.
* * *
„არ მიყვარს, როცა ადამიანებმა იციან, სადა ვარ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ!” – (ავტორი გენია.ჯი)