თამაზ ჭილაძე წერდა…
„მოუნელებელმა სიბრაზემ, მოუთოკავმა პატივმოყვარეობამ იდიოტობამდეც კი შეიძლება მიიყვანოს ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თანდათან ვრწმუნდები, სიზმრებში უფრო საინტერესოდ ვცხოვრობდი, ვიდრე სინამდვილეში, მით უმეტეს, რომ ჩემი სიზმრები ძალიან ჰგავდა სინამდვილეს”.
* * *
„განა ყველა არ ითმენს რაღაცას? უმთავრესად კი, რასაკვირველია, უმსგავსობას, რასაც თანდათანობით ისე ეჩვევა, რომ ცხოვრებისეულ აუცილებლობლად აღიქვამს”.
* * *
„ამქვეყნად ყველაფერზე ჩქარი დროა!”
* * *
„ადამიანები იმით გვანან ერთმანეთს, რომ სხვადასხვანაირები არიან”-ო, ამბობდა ჩემი საყვარელი ინგლისელი პოეტი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალი უთქვამთ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა სანჩო პანსასი არ იყოს, რა უნდა იყოს იმაზე საშინელი, რასაც მხოლდო დრო განკურნავს!”
* * *
„არავინ იცი, რა არის ტყუილი და რა არის მართალი”.
* * *
„არაფერი არ არსებობს, გარდა იმისა, რაც არ არსებობს!” – უწერია შექსპირს”.
* * *
„ზოგჯერ ძალიან მძიმე დანაშაულს ჩავდივართ სიყვარულის სახელით”.
* * *
„ადამიანი ვერ იოცნებებს იმაზე, რაც არ არსებობს, რაზედაც, ასე თუ ისე, ხელი არ მიუწვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)